მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სატვირთო გადაზიდვებზე მაღალი მოთხოვნა შენარჩუნებულია" - GeoSky ხომალდების დამატებას აპირებს

63a975f998836
ინგა მურუსიძე
26.12.22 22:33
544
სატვირთო ავიაკომპანია GeoSky-ს ვიცეპრეზიდენტი, შალვა კიკნაძე 2022 წელს წარმატებულს უწოდებს. მისივე თქმით, წლევანდელი წელი სატვირთო გადაზიდვებისთვის დასტაბილურების წელი იყო. 

„საკმაოდ წარმატებული იყო ჩვენთვის 2020, 2021 და 2022 წლები. მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს TAV-თან. ავიაცია არის სფერო, სადაც ყველა სტრუქტურა ერთმანეთთან არის დაკავშირებული. წარმოუდგენელია პილოტმა იფრინოს, თუ იქ არ არის ინჟინერი და მთელი რიგი სამსახურები ჩართული. ნაყოფიერი წელი იყო და ვიმედოვნებთ, მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა. GeoSky-მ დაამატა ახალი ხომალდი, მომავალ წელს კიდევ ვგეგმავთ ორი ხომალდის დამატებას და იმედია, TAV უზრუნველყოფს ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, კომპანიაში ასევე იმედოვნებენ, რომ 2023 წელს ტვირთების გადაზიდვის კუთხით არსებული ტენდენცია შენარჩუნდება.

"იმედი გვაქვს, ახალ მიმართულებებს წამოვიწყებთ. სატვირთო გადაზიდვების თვალსაზრისით 2022 წელს მაჩვენებლები იყო 150%-ით მეტი, ვიდრე 2019 წელს, ჯერ კიდევ შენარჩუნებულია სატვირთო გადაზიდვებზე მაღალი მოთხოვნა“, - აცხადებს ხაჭაპურიძე.