13.სექტემბერი .2020 21:00

"სატვირთო მანქანები სამგზავროდ არის გადაკეთებული"- ეკა ლალიაშვილი

views 926
უკან

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა გადაცემა #ქალებისნარატივის ეთერში სატრანსპორტო უსაფრთხოების მნიშვნელობასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ საქართველოში მოქმედი ტრანსპორტი ძირითადად 20 წელს გადაცილებულია და ქვეყანაში უმეტესწილად მეორადი ტრანსპორტი შემოდის.

ეკა ლალიაშვილის თქმით, სამგზავრო ტრანსპორტის ძირითადი ნაწილი სატვირთოდან არის სამგზავროდ გადაკეთებული, ზოგიერთ მათგანში კი ნორმაზე მეტი სავარძელია დამატებული.

ლალიაშვილი ავტოსადგურებში არსებულ პრობლემებსაც შეეხო.

„მძღოლებს პრაქტიკულად არ ამოწმებენ, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, არც მუშაობა-შესვენების გრაფიკი და ავტომობილის მდგომარეობა მოწმდება სათანადოდ“, - აღნიშნავს ეკა ლალიაშვილი.

მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებობს სავალდებულო ტექინსპექტირების მექანიზმი, ეს რეფორმა მაინც მეტნაკლებად ფასადურია და სისტემის გამართვას მეტი ყურადღება სჭირდება.