“ბბ დაზღვევის” გენერალური დირექტორი bm.ge-სთან სავალდებულო დაზღვევის შემოღების მნიშვნელობაზე საუბრობს. კოტე სულამანიძის თქმით, ეს ნაბიჯი ბაზრის მოცულობას გაზრდის, შესაბამისად სადაზღვევო პაკეტების ფასები უფრო მეტად ადაპტირებული იქნება.
მისივე განმარტებით, მაშინ როცა ქვეყანა ევროკავშირთან ასე ახლოს არის, მნიშვნელოვანია, რომ დაზღვევის მიმართულებით ანალოგიური სტანდარტები გვქონდეს, რაც ევროპას აქვს.
“სადაზღვევო კომპანიებისთვის ფასწარმოქმნის განმსაზღვრელი მოცულობაა. ანუ რაც უფრო დიდი მოცულობის არის ბაზარი, მით უფრო დაბალია პაკეტის ფასი. აქედან გამომდინარე, სავალდებულო დაზღვევის შემოღება მოცულობას გაზრდის, შესაბამისად მოხდება ფასის ადაპტირებაც. მეორე - როცა ასე ახლოს ვართ ევროკავშირთან, მნიშვნელოვანია დაზღვევის მიმართულებით ანალოგიური სტანდარტები გვქონდეს, რაც ევროპაშია”, - ამბობს ის.
“ბბ დაზღვევის” გენერალური დირექტორი ტურისტების დაზღვევის შემოღებაზეც საუბრობს. როგორც თავად აღნიშნავს, ამ მხრივ სექტორი მზად არის.
“ტურისტების სავალდებულო დაზღვევა სახელმწიფოს მიერ იყო ინიცირებული, ამ მხრივ სექტორი მზად არის, ამის გაკეთება შესაძლებელია, თუმცა ჯერ ავტომობილების სავალდებულო დაზღვევაზე უნდა გვქონდეს ფოკუსირება და მერე მოყვება ამას სხვა დაზღვევები”, - აღნიშნავს კოტე სულამანიძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო