მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საწოლფონდი საკმარისად გვაქვს" - რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში?

63849bd9945e5
ინგა მურუსიძე
28.11.22 15:19
515
ვირუსების შემთხვევების უმრავლესობა არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, საჭიროების შემთხვევაში საწოლფონდი ქვეყანაში საკმარისია.

„გრიპი და გრიპისმაგვარი დაავადებები ზამთარში აქტიურდება, გასული 2 წელი უნიკალური იყო იმის გამო, რომ გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების ცირკულაცია ძალიან მცირე გახლდათ. წელს ძირითადად ცირკულირებს ადენოვირუსი, რინოვირუსი, რესპირაციულ-სენსიტიური ვირუსი და ცირკულაციაში გამოჩნდა გრიპის ვირუსები, უფრო მეტად დაფიქსირდა A-ტიპის. შემთხვევების უმრავლესობა არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. თუ ადამიანს არ აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება, მაშინ ამ ვირუსს გადაიტანს მსუბუქად. უნდა დარჩეს ბინაზე და მიმართოს ოჯახის ექიმს. ოჯახის ექიმების ქსელი სრულად არის მობილიზებული, ხოლო თუ საჭირო გახდება ჰოსპიტალიზაცია, საწოლფონდი საკმარისად გვაქვს. ბავშვების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები იყო, მაგრამ ახლა ესეც შემცირდა, რადგან ოჯახის ექიმები წარმატებით ართმევენ თავს ამ პრობლემას ბინაზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, კორონავირუსის სტატისტიკა იკლებს და ბოლო დღეებში გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

„მოცირკულირე ვირუსებს შორის ყველაზე ნაკლები პროცენტია კორონავირუსის შემთხვევები. დაბალია კოვიდის შემთხვევები, დაახლოებით 100-დან 150-მდე მერყეობს დღეში, გარდაცვალება უკვე რამდენიმე დღეა არ დაფიქსირებულა. კორონავირუსის სტატისტიკაც გადავიდა ჩვეულებრივი, რუტინული სტატისტიკის რეჟიმში. ჩვენ მას თვალს ვადევნებთ ხდება აღრიცხვა, თუმცა გამოცხადება საჭიროდ აღარ მიიჩნევა“, - განაცხადა გაბუნიამ.