13.ივნისი.2018 16:15
ეკონომიკა

"საწვავის ბაზრის მოკვლევისას, ჩვენი არგუმენტები არ იყო საკმარისი"

"საწვავის ბაზრის მოკვლევისას, ჩვენი არგუმენტები არ იყო საკმარისი"

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნოდარ ხადური, საავტომობილო საწვავის ბაზრის ხელახალი მოკვლევის შემდეგ პირველ კომენტარს bm.ge-თან აკეთებს. კონკურებციის სააგენტომ საწვავის ბაზრის მოთამაშეები კონკურენციის კანონის დარღვევისთვის 2015 წელს 55 მილიონი ლარით დააჯარიმა, რაც კომპანიებმა სასამართლოში გაასაჩივრეს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სასამართლომ ბათილად სცნო სააგენტოს 2015 წელს მიღებული გადაწყვეტილება და უწყებას საქმის ხელახალი მოკვლევა და ანალიზი დაავალა.  ხელახალი მოკვლევის შემდეგ კი კომპანიების ჯარიმა 3 მილიონ ლარამდე შემცირდა.

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი აღიარებს, რომ საქმის პირველ მოკვლევასთან დაკავშირებით სააგენტომ უზენაეს სასამართლოში ვერ წარმოადგინა საკმარისი არგუმენტები, რის გამოც ხელახალი მოკვლევისას ჯარიმების მოცულობა გადაიხედა.

"ჩვენ დავადასტურეთ, რომ ბაზარზე ყველაფერი რიგზე არ იყო და კომპანიები დავაჯარიმეთ. რაც შეეხება იმას, რატომ დავაჯარიმეთ იმ მოცულობით და არა იმ მოცულობით, რაც ადრე იყო, ჩვენ გვაქვს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები თოთოეულ კომპანიასთან მიმართებაში. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ჩვენი წინა არგუმენტები არ იყო საკმარისი უზენაესი სასამართლოსთვის და უზენაესმა სასამაართლომ საკმაოდ არგუმენტირებული დასკვნები და რეკომენდაციები მოგვცა,  რაც გავითვალისწინეთ. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ კომპანიებმა წარმაოდგინეს მსოლფიოში ერთ-ერთი ცნობილი საკონსულტაცია კომპანია rbb-ის დასკვნა, რომელიც ასევე იყო არგუმენტირებული, რომ ყველა ის მიმართულება, რაც სააგენტოს ჰქონდა შესწავლილი, მასში არ ვლინდებოდა იმ სიმძიმით დარღვევბი, რომელიც იყო.  მიუხედავად ამისა, 3 მილიონამდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ ამ კომპანიებს. ჩვენ ვთქვით, რომ ადგილი ჰქონდა კომპანიებს შორის კონკურენციის კანონის დარღვევას, რის გამოც ნავთობის რეალიზატორი კომპანიები დავაჯარიმეთ“-განმარტავს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნოდარ ხადური.

ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

25.მაისი.2019 00:20
76

განათლების სამინისტრო 26 მაისის ღონისძებებისთვის 2.7 მლნ-ს Check in Georgia-ს ბიუჯეტიდან დახარჯავს

ვრცლად
24.მაისი.2019 23:00
113

რა დაუჯდა ქუთაისს “ღიმილით გვეცხოვროს”?

ვრცლად
24.მაისი.2019 22:00
158

აიღებს თუ არა ბათუმი "ტურიზმის ოსკარს" - "რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს“

ვრცლად
24.მაისი.2019 21:00
106

"გაფიცულმა თანამშრომლებმა „რუსთავის ფოლადში" მუშაობა განაახლეს"

ვრცლად
24.მაისი.2019 20:00
96

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე: “ჩვენი მიზანია, არანაკლებ 6000 სამუშაო ადგილი შეიქმნას“

ვრცლად
24.მაისი.2019 19:50
351

ნიკოლოზ ჩიქოვანი: ჭიათურაში მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანების პრობლემა გადაწყვეტილია

ვრცლად