მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საწვავის გაძვირებაზე ინფორმაცია შეიძლება აზიანებდეს მოსახლეობის პოლიტიკურ განწყობებს და არა ბიზნესს"

62137780dd348
სალომე მეცხვარიშვილი
21.02.22 19:22
687
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი არ ეთანხმება კონკურენციის სააგენტოს შეფასებას, რომ საწვავის ფასების ზრდის დაანონსებისგან ბიზნესმა თავი უნდა შეიკავოს. ნავთოიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ეს უფრო მეტად შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს არა ინდუსტრიაზე, არამედ მოსახლეობის განწყობებზე - პოლიტიკური და სოციალური თვალსაზრისით.

მიუხედავად ამისა, ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ ეცდებიან, კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაცია გაითვალისწინონ.

“სხვა პროდუქციის ფასებისგან განსხვავებით, საწვავის ფასის შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალეა. როცა ცნობილია საერთაშორისო ფასი და მეტ-ნკლაბედ ისიც ვიცით, რომ ეს ფასი 20-25 დღეში აისახება ქართულ ბაზარზე. ამ ყველაფრის ღიად გაცხადება, არ არის დამაზიანებელი ინდუსტრიისთვის. მიმდინარე ეტაპზე იმდენად მაღალი ფასებია, რომ ყველა კომპანია თავს არიდებს ფასების მომატებას. ამ პირობებში ფასების დაანონსება, არ ვფიქრობ, რომ კონკურენციის კანონს დაარღვევს.

მეორე მხრივ, შეიძლება ეს განცხადება პოლიტიკური და სოციალური კუთხით უფრო მნიშვნელოვანი იყოს და როცა მასშტაბურ ფასების ზრდაზეა საუბარი, მოსახლეობის განწყობებზე უარყოფითად აისახებოდეს”,- აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.