მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახალხო აფთიაქი" საუბნო აფთიაქების გარშემო პენსიონრებს და ქრონიკულ ავადმყოფებს საჭირო პროდუქციით სახლში მოამარაგებს

5e845a5988ad1
BM.GE
01.04.20 13:06
2562
"სახალხო აფთიაქი" საუბნო აფთიაქების გარშემო პენსიონრებს და ქრონიკულ ავადმყოფებს საჭირო პროდუქციით სახლში მოამარაგებს.

„იმისთვის, რომ საპენსიო ასაკის ადამიანებს და ქრონიკულ ავადმყოფებს არ მოუწიოთ გარეთ გამოსვლა ამ პირობებში და ამასთან მიიღონ საჭირო პროდუქცია უწყვეტად, სახალხო აფთიაქი სპეციალურ სერვისს ვთავაზობთ. ჩვენი აფთიაქები თავის გარშემო უბნის მაცხოვრებლებს რეგულარულად მიაწვდიან აუცილებელ პროდუქციას სახლებში. ეს მომსახურება იქნება უფასო, რა თქმა უნდა. სერვისის მიწოდება იწყება თბილისში ვარკეთილის, ისნისა და გლდანულას უბნებიდან და ეტაპობრივად ქვეყნის მასშტაბით დაინერგება",  - აცხადებენ "სახალხო აფთიაქში".

სახალხო აფთიაქს 60-მდე საუბნო ტიპის აფთიაქი აქვს ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ტერიტორიულად დაცილებულ, საზღვრისპირა რეგიონებში, სადაც ერთადერთი სააფთიაქო ქსელია, რომელიც მოსახლეობას ემსახურება.