07.ოქტომბერი .2022 21:55

"სახალხო დამცველს ობიექტურობა და მიუკერძოებლობა მოეთხოვება და მოქმედმა სახალხო დამცველმა ეს კრიტერიუმები ვერ ჩააბარა"

"სახალხო დამცველს ობიექტურობა და მიუკერძოებლობა მოეთხოვება და მოქმედმა სახალხო დამცველმა ეს კრიტერიუმები ვერ ჩააბარა"
views 415
უკან

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა,„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერებისთვის განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში მოისმინეს თქვა, რომ სახალხო დამცველს ობიექტურობა და მიუკერძოებლობა მოეთხოვება და მოქმედმა სახალხო დამცველმა ეს კრიტერიუმები ვერ ჩააბარა.

„სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს სახალხო დამცველის ინსტიტუტი იქნა გაძლიერებული. მას მივეცით მთელი რიგი ბერკეტები, ისეთები, როგორც მაგალითად არის: უფლებამოსილების ვადის ცვლილება. სახალხო დამცველთან მიმართებაში გატარდა ის რეგულაცია, რომ ნაცვლად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობისა, დაწესდა სრული შემადგენლობის არანაკლებ 3/5 - ის უმრავლესობა. სახალხო დამცველის იმუნიტეტის დებულება კონსტიტუციურ დონეზე განისაზღვრა. კერძოდ, კონსტიტუციის 35-ე მუხლის თანახმად, სახალხო დამცველის დაკავება ან დაპატიმრება, მისის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი ჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. კონსტიტუციურ დონეზე განისაზღვრა რომ სახალხო დამცველს უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში იდავოს, შეიტანოს სარჩელი შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ, ეს უფლება ადრე მას არ გააჩნდა. დღეს მოვისმინეთ, რომ სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში წარმატებით წერს და შემდეგ მიმართავს სარჩელებით საკონსტიტუციო სასამართლოს. დიახ, ეს არის დემოკრატია და დიახ, ჩვენ ვართ ამის ავანგარდში, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალა“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მისი თქმით, ჯერ კიდევ მოქმედი სახალხო დამცველი იქცა არა ხალხის, არამედ კონკრეტული პოლიტიკური ძალის დამცველად.

„სახალხო დამცველს მოეთხოვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რამ, ეს არის ობიექტურობა და მიუკერძოებლობა. ჯერ კიდევ მოქმედმა სახალხო დამცველმა ეს კრიტერიუმები ვერ ჩააბარა. სამწუხაროდ, ამ ბოლო პერიოდში, ის იქცა კონკრეტული პოლიტიკური ძალის, ნაციონალური მოძრაობის და მისი ლიდერების დამცველად და მას ვერ დავარქმევთ სახალხო დამცველს“,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა