08.თებერვალი.2016 17:18
ეკონომიკა

"სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ პორტს მიუყვანოს გზა, რკინიგზა და გადასცეს ინფრასტრუქტურა"

"სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ პორტს მიუყვანოს გზა, რკინიგზა და გადასცეს ინფრასტრუქტურა"
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობის და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განმხილველმა სამთავრობო კომისიამ 2016 წლის 5 თებერვალს გამარჯვებული კომპანია - "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" გამოავლინა.
 
ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სახელმწიფო იღებს ვალდებულებებს, რომ პორტს მიუყვანოს გზა, რკინიგზა და გადასცეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

"ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალისა და მთლიანად ეკონომიკის განვითარებისთვის, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ადგილი აბრეშუმის გზაზე კიდევ უფრო სტაბილური და მდგრადი გახდეს, ანაკლიის პორტის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. იყო ძალიან ხანგრძლივი პროცედურა, შედეგად ჩვენ გვყავს გამარჯვებული კომპანია "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი," რომელსაც შესწევს პროექტის განხორციელების უნარი.

უკვე წარმოდგენილია 3 მილონიანი გამოუხმობი საბანკო გარანტია და ხელშეკრულებას ხელი მოეწერება იმ დადგენილი პროცედურებით, რომელიც აუცილებლად უნდა გაიაროს ამ ხელშეკრულებამ. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ პროექტი არის ძალიან მასშტაბური, ის დაყოფილია ფაზებად და ასევე სახელმწიფო იღებს თავის ვალდებულებებს იმისთვის, რომ პორტს მიუყვანოს გზა, რკინიგზა და გადასცეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა", - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც ვიცე-პრემიერმა განმარტა, სამთავრობო კომისია კომპანიების შერჩევის პროცესში ხელმძღვანელობდა შემდეგი კრიტერიუმებით:

ფინანსური კრიტერიუმი - კანდიდატი ვალდებული იყო წარმოედგინა ვალდებულების შესრულების საბანკო გარანტია, რომლის მინიმალური ოდენობა განსაზღვრული იყო 20 მილიონი აშშ დოლარით.

ტექნიკური კრიტერიუმი - პორტის წინასწარი კონცეფცია, რომელიც ფასდებოდა პორტის წინასწარი დიზაინის, განხორციელების გრაფიკის, პორტის ოპერაციების მართვის კონცეფციის, ადგილობრივი განვითარების გეგმის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

ეკონომიკური კრიტერიუმი - პორტის ფინანსური მოდელი, რომელიც შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო პორტის წინასწარ კონცეფციასთან. ფინანსური მოდელში ასახული უნდა ყოფილიყო შეთავაზების ეკონომიკური და ფინანსური სიმყარე და წარმოდგენილი ბიზნეს წინადადებების მდგრადობა. დამატებით, წარმოდგენილ უნდა ყოფილიყო მარკეტინგული კონცეფცია და ნავსადგურში ტვირთების მოზიდვის ხედვა.

სამართლებრივი კრიტერიუმი - კომენტარები და შენიშვნები საინვესტიციო ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით.

გამარჯვებულ კომპანიასთან გამარჯვებულად გამოცხადების დღიდან სამი თვის ვადაში გაიმართება მოლაპარაკება საბოლოო ხელშეკრულებაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის, განვითარების, ოპერირების და გადაცემის შესახებ, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ხელი მოეწერება საინვესტიციო ხელშეკრულებას. გამარჯვებულ კომპანიასთან გასაფორმებელი საინვესტიციო კონტრაქტის ხანგრძლივობა 49 წლით განისაზღვრება.

კონტრაქტის შესაბამისად, ნავსადგური აშენდება ცხრა ფაზად და საბოლოო ჯამში, მისი წლიური გამტარუნარიანობა მიაღწევს 100 მილიონ ტონა ტვირთს. ინვესტორი ვალდებული იქნება უზრუნველყოს ნავსადგურის დაპროექტება, მშენებლობა, ოპერირება და საინვესტიციო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ პორტის სახელმწიფოსთვის დაბრუნება. სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს ნავსადგურთან დამაკავშირებელი რკინიგზისა და გზის მშენებლობა.

ინვესტორი პასუხისმგებელია გარემოს დაცვაზე, რომელიც წარმოიშვება მისთვის მიწის გადაცემის მომენტიდან. იგი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობისა და რამსარის კონვენციის მოთხოვნები, ასევე გამოასწოროს ნებისმიერი გარემოსდაცვითი დარღვევა.

25.მაისი.2019 00:20
76

განათლების სამინისტრო 26 მაისის ღონისძებებისთვის 2.7 მლნ-ს Check in Georgia-ს ბიუჯეტიდან დახარჯავს

ვრცლად
24.მაისი.2019 23:00
115

რა დაუჯდა ქუთაისს “ღიმილით გვეცხოვროს”?

ვრცლად
24.მაისი.2019 22:00
161

აიღებს თუ არა ბათუმი "ტურიზმის ოსკარს" - "რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს“

ვრცლად
24.მაისი.2019 21:00
107

"გაფიცულმა თანამშრომლებმა „რუსთავის ფოლადში" მუშაობა განაახლეს"

ვრცლად
24.მაისი.2019 20:00
97

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე: “ჩვენი მიზანია, არანაკლებ 6000 სამუშაო ადგილი შეიქმნას“

ვრცლად
24.მაისი.2019 19:50
376

ნიკოლოზ ჩიქოვანი: ჭიათურაში მადნით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომანქანების პრობლემა გადაწყვეტილია

ვრცლად