მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფო მოხელეების ნაწილი ისე იქცევა, თითქოს არსებულ მდგომარეობაში პრობლემას ვერ ხედავენ"

5e05c2499c25b
ინგა მურუსიძე
28.12.19 14:00
1174
სახელმწიფო მოხელეების ნაწილი ისე იქცევა, თითქოს არსებულ მდგომარეობაში დიდ პრობლემას ვერ ხედავენ, - ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის ეკონომისტმა გიორგი პაპავამ გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა.

პაპავას აზრით, მთავარი, რაც ქვეყანაში უნდა შეიცვალოს ის არის, რომ ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფრო მეტი ამბიცია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის განსავითარებლად, ვიდრე აქვთ დღეს.

„შესაბამისად, ჩვენ უნდა გვქონდეს უფრო მეტი გეგმა, თუ როგორ შეიძლება ამის მიღწევა. როცა უთანასწორობაზე ვსაუბრობთ, აქ უნდა გავმიჯნოთ ორი ფაქტორი. ერთი - ეს არის შედეგით უთანაბრობა - ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ სოციალური პროგრამები, რომელიც ხორციელდება, მაქსიმალურად მიზნობრივი იყოს. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი არის სოციალური დახმარების პროგრამა; მიუხედავად ხარვეზებისა, უფრო სწორად მიზნობრივი უნდა იყოს და ყველაზე გაჭირვებული ადამიანების კუთხით უნდა მიდიოდეს. მეორე ნაწილი - არის შესაძლებლობების კუთხით თანაბრობა, რომ ყველა ადამიანს შეეძლოს წვდომა, რომ მან რაც შეიძლება მალე და ეფექტურად შეძლოს გადაიწიოს საშუალო ფენაში, ან შანსი ჰქონდეს იმისა, რომ გამდიდრდეს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, ძალიან მკაფიო და უფრო ფართომასშტაბიანი რეფორმები განთლებაში, რაც მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, რომ უნარები გამოიმუშაონ. ასევე კომპანიებს, მიუხედავად სიდიდისა, აუცილებლად უნდა მივცეთ წვდომა ბაზარზე, რომ დააგროვონ დოვლათი და ყველას უნდა ჰქონდეს მაქსიმალური წვდომა ფინანსებზე“, - განაცხადა პაპავამ.