მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფო პროცესს ვერ აკონტროლებს და რესტორნებს კუთხეში გვაყენებს”

60771fb615b7b
ანუკა ჯოხაძე
14.04.21 23:30
542
"სახელმწიფო პროცესს ვერ აკონტროლებს და რესტორნებს კუთხეში გვაყენებს”- ამის შესახებ BM.GE-ის რესტორან "დაფნას" დამფუძნებელმა ნიკოლოზ მამეიშვილმა განუცხადა. როგორც მამეიშვილი ამბობს, სახელმწიფოს კონტროლის მექანიზმი არ მუშაობს. მისი თქმით, შესაბამისი სამსახურები ვერ ახერხებენ მასობრივი თავშეყრის ღონისძიებები იმ დაწესებულებებში აკრძალონ, რომლებიც ბიზნესსაქმიანობას არაკეთლისინდისიერად, რეგულაციების დარღვევით ახორციელებენ. მისი განმარტებით, იმის ნაცვლად რომ სახელმწიფომ მაკონტროლებელი მექანიზმი გააძლიეროს, მთავრობა ხშირად სრულიად სექტორის დაპაუზების გადაწყვეტილებას იღებს.

“გამოსავალი ამ მდგომარეობიდან არის ის, რომ კონტროლის მექანიზმი იყოს ეფექტური. თუ სახელმწიფო გვიწესებს რეგულაციებს, რომლის მიხედვითაც კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ ე.ი ისინი თვლიან, რომ ეს რეგულაციები ახდენს ინფიცირების პრევენციას. შესაბამისად, ამ რეგულაციების ფარგლებში ჩვენ უნდა გვქონდეს მუშაობის უფლება. სახელმწიფო ხვდება, რომ ვერ აკონტროლებს რეგულაციებს და შესაბამისად როგორც პატარა ბავშვს მიგვითითებს, რომ კუთხეში დავდგეთ. ეფექტური კონტროლის შემთხვევაში ყველა კვების ობიექტი შეძლებს იმ რეგულაციებით მუშაობას, რაც დააწესა სახელმწიფომ.”-აცხადებს ნიკოლოზ მამეიშვილი რესტორან "დაფნას" დამფუძნებელი.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა კორონავირუსის გავრცელების ყველაზე დიდ წყაროდ რესტორნებს ასახელებს, სადაც სოციალური ღონისძიებები იმართება. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწორედ რესტორნებში ყველაზე ნაკლებადაა დაცული აუცილებელი პირობები და ისინი ყველაზე მეტად არღვევენ დათქმებს, რომლებიც მათი გახსნისას დაწესდა.