მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფო პროგრამები ერთი ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდეს" - გახარია

60b502e47d334
თელარა გელანტია
31.05.21 19:34
619
პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას აზრით, ეკონომიკის და ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები ერთი ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდეს.

ამის შესახებ გახარიამ თოქშოუების წამყვანებთან შეხვედრისას იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მისი მთავრობაში ყოფნის პერიოდში დაწყებულ რეფორმებს შეეხებოდა.

მთავრობის ყოფილი მეთაური ფიქრობს, რომ „სახელმწიფო პროგრამები გაფანტულია“.

„მახსოვს, როდესაც ეკონომიკის მინისტრი ვიყავი, დავიწყეთ ყველა სახელმწიფო პროგრამის ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევა. მოგეხსენებათ, სახელმწიფო პროგრამები სხვადასხვა სამინისტროშია გაფანტული - ეკონომიკის სამინისტროს თავისი პროგრამები აქვს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს - სხვა; ასევე არის კიდევ ცალკე ფონდი და მოქალაქეს უჭირს სხვადასხვა უწყებაში სიარული და გარკვევა... აქაც გარკვეული უწყებრივი დისკუსიების და წინააღმდეგობის გამო, სამწუხაროდ, იმ ტემპით და იმ სიჩქარით, როგორც უნდა მიდიოდეს, არ წავიდა... თქვენ ხომ იცით, რა არის ბიუროკრატია? ყველა უწყებას თავისი ინტერესი აქვს, ამის უკან კიდევ რაღაცა დგას. ყველას უნდა, რომ თავისი უწყებრივი უფლებები იყოს ფართო“, - თქვა გახარიამ.