"სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობა“, - ასე ჰქვია თემატურ მოკვლევას, რომლის პრეზენტაციასაც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე დაესწრო. მოკვლევის პრეზენტაცია წარმოადგინა თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა. მან დეტალურად ისაუბრა მოკვლევის მნიშვნელობაზე და წარმოადგინა რეკომენდაციები, რომლებმაც უნდა გააუმჯობესოს სახელმწიფო საწარმოთა მართვის ეფექტიანობა და ხელი შეუწყოს სახელმწიფო საწარმოთა მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრას.
„სახელმწიფოსაწარმოების მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების კუთხით ბოლო წლებში კომპლექსური რეფორმები გატარდა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საწარმოების მართვის გაუმჯობესების და მათი ფუნქციონირების მონიტორინგის კუთხით. ცალკე აღსანიშნავია ოპტიმიზაციის პროცესი, რის შედეგად, 1300 საწარმოდან, რომელიც 2013 წლისთვის ფუნქციონირებდა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მეშვეობით სახელმწიფო პარტნიორის უფლებამოსილებას დღეს მხოლოდ 98 საწარმოში ახორციელებს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ. ეკატერინე მიქაბაძემ დადებითად შეაფასა პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობა სახელმწიფო საწარმოთა მართვის ეფექტიანობის შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების მომზადების შესახებ.
„ჩვენ მაქსიმალურად დავაჩქარებთ უმოქმედო სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების პროცესს. ასევე ჩვენი გეგმაა, მაჟორიტარული წილის მფლობელებს შევთავაზოთ წილები იმ საწარმოებში, სადაც ჩვენ მინორიტარულ წილებს ვფლობთ. ჩვენ აქტიურად დავიწყებთ სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო საწარმოების შემთხვევაში კორპორატიული მართვის პრინციპების დანერგვას მათი მართვის ეფექტიანობის გაზრისათვის,“ - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ. მისი თქმით, მოკლე პერიოდში, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საზოგადოებას წარუდგენს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ და საქართველოს ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით განსახორციელებელ სამოქმედო გეგმას.
პრეზენტაციაზე ასევე აღინიშნა, რომ თემატური მოკვლევის ჯგუფი მონიტორინგს გაუწევს იმ რეკომენდაციების შესრულებას, რომელიც ჯგუფის შეხვედრების ფარგლებში მომზადდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის