24.მაისი .2022 22:00

"სახელმწიფო უწყებებში გადარიცხვები მხოლოდ ერთ ადამიანზე არ უნდა იყოს მინდობილი" - დავით პაპიაშვილი

"სახელმწიფო უწყებებში გადარიცხვები მხოლოდ ერთ ადამიანზე არ უნდა იყოს მინდობილი" - დავით პაპიაშვილი
views 923
უკან

ბოლო კვირებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ბუღალტრების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს), ასევე მთავარმა პროკურატურამ. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულების ქმედებების შედეგად ბიუჯეტის თანხები სხვადასხვა ონლაინკაზინოს ანგარიშებზე აღმოჩნდა.

Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი მიიჩნევს, რომ საჯარო უწყებებში ბუღალტრების მიერ თაღლითობის შესაძლო შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, ამ უწყებებში არსებული შიდა აუდიტის სამსახურები უნდა გააქტიურდნენ.

“კერძო სექტორი იქნება თუ საჯარო ტექნიკურად არის იმის შესაძლებლობა რომ გადარიცხვები გააკონტროლო. საჯარო უწყებებში არსებობს შიდა აუდიტის სამსახური, რომელსაც პოლიტიკისა და პროცედურის დონეზე გადარიცხვების შიდა პროცედურები გაწერილი უნდა ჰქონდეს, რათა მოხდეს ამ ყველაფრის ყოველდღიური კონტროლი. როცა რომელიმე კომპანიაში აუდიტს ვატარებთ დეტალურად იწერება პოლიტიკა და პროცედურები, მათგან ერთ-ერთია თაღლითობის რისკის შესწავლა. პროცედურები ისე უნდა დაიგეგმოს რომ ეს რისკი მინიმუმამდე შემცირდეს. როგორც ჩანს ამ მიმართულებით აშკარად ბევრი აქვთ სამუშაო სახელმწიფო სტრუქტურების შიდა აუდიტებს”,-ამბობს პაპიაშვილი.

მისივე თქმით, ქმედითი კონტროლისთვის ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა მნიშვნელოვანია.

“ტექნიკური სიახლეების დანერგვის გარეშე, ამის კონტროლი ძალიან გაჭირდება. გადარიცხვის პროცესი ტექნიკურად ისე უნდა შესრულდეს, რომ გარკვეული დაცვითი მექანიზმები არსებობდეს. როგორც ეს მაგალითად დიდ კომპანიებშია, როცა ბუღალტერი საგადახდო დავალებას ტვირთავს, ხოლო შემდეგ დირექტორი ამას ადასტურებს. ფაქტია რომ სახელმწიფო უწყებებში მხოლოდ ერთ ადამიანზე არ უნდა იყოს მინდობილი გადარიცხვების პროცესი”,-ამბობს პაპიაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა