16.მაისი .2020 10:15

"სახელმწიფომ მომცეს შანსი" - რას ითხოვს ტანსაცმლის მაღაზია "ფ-ემილი"?

views 351
უკან

ტანსაცმლის მაღაზიებმა ზარალის დათვლა უკვე დაიწყეს. როგორც პეკინის გამზირზე მდებარე ტანსაცმლის მაღაზია “ფ-ემილის” დამფუძნებელი ამბობს, სახელმწიფოს მხარდაჭერა მათთვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და ბანკებთან ურთიერთობა, მისი განმარტებით, დღეს განსაკუთრებით გართულდა. როგორც ის ამბობს, ბანკები სესხებს მხოლოდ ტურიზმის ინდუსტრიის კომპანიებისთვის გასცემენ, შესაბამისად, შეღავათებითაც ისინი სარგებლობენ.

"ტანსაცმლის ჩამოსატანად, საზღვარგარეთ,  ბოლოს იანვარში ვიყავი წასული ანუ ჩამოვიტანეთ ზამთრის სამოსი. მერე ისე გამოვიდა, რომ დავიხურეთ და პრაქტიკულად, ახლა თვის ბოლოს, მაგალითად, რომ მითხრან შეგიძლია გახსნა მაღაზია, მუშაობას ვერ შევძლებ, რადგან ზაფხულის საქონლის ყიდვის და ჩამოტანის რესურსი არ გვაქვს. მაგალითად, აგვისტოში ჩვენთვის ვერ იქნება მომგებიანი იანვრის ტანსაცმლის რეალიზაცია. ველაპარაკე ერთ-ერთ ბანკს, სადაც სესხი მაქვს და კატეგორიულად მითხრეს, რომ ვაჭრობის სფეროზე სესხს ვერ გასცემენ. მხოლოდ აფთიაქები და ტურიზის სფეროში მომუშავე კომპანიები ახერხებენ სესხის აღებას. თუ ვერ მივიღებთ სესხს, ვერ შევძლებ საერთოდ არსებობას. არ ვითხოვ სახელმწიფოს დახმარებას, რომ რაღაც მომცეს. მინდა, მომცეს სახელმწიფომ შანსი და გზა, რომ თავად შევძლო ვალდებულებების გადახდა და არ ვიყო მათზე დამოკიდებული. მხოლოდ გვინდა დროული რეაგირება, რომ შევძლოთ სესხის აღება, რომდროულად მოვახერხო საქონლის ჩამოტანა და შემდეგ ამის რეალიზება", - ახადებს bm.ge-ისთან მაღაზია “ფ-ემილი”-ის დამფუძნებელი ქრისტინე ძოწენიძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა