მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფომ 350 მლნ ლარამდე დამატებითი რესურსი აითვისა საინვესტიციო პროექტების ფარგლებში" - მინისტრი

60c39b2cc37f3
BM.GE
11.06.21 21:18
650
სახელმწიფომ 350 მლნ ლარამდე დამატებითი რესურსი აითვისა საინვესტიციო პროექტების ფარგლებში, მათ შორის, 230 მლნ ლარით გადაჭარბდა ჩქაროსნული მაგისტრალის თითქმის ყველა კომპონენტი - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წელს საინვესტიციო კრედიტების ნაწილში ათვისებული იქნა 1382 მლნ ლარი, ნაცვლად 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული 1032.6 მლნ ლარისა. რაც შეეხება 100 მლნ ლარის ოდენობის პროექტების ჩამორჩენით შესრულებას, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ვალდებულების გადასახადი წარმოადგენს გადასახადს ხელმოწერილი საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში აუთვისებელ ნაწილზე, მათ შორის, იმ ნაწილზეც რომლის ათვისებაც საორიენტაციო გრაფიკის შესაბამისად, დაგეგმილია მომდევნო წლებში. შესაბამისად, საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში ათვისებულ კრედიტზე ხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთი, ხოლო ჯერ კიდევ ასათვისებელ ნაწილზე - ვალდებულების გადასახადი, რომელიც 10-ჯერ ნაკლებია საპროცენტო განაკვეთზე. საინვესტიციო პროექტებთან მიმართებაში, განსაკუთრებით, მსხვილ პროექტებთან მიმართებაში, რომელთა განხორციელება 3-4 წლიან პერიოდზეა გაწერილი თავად ხელშეკრულებითვე, განხორციელების ვადების ცვლილების შემთხვევევა ხშირია, როგორც დაბალი ათვისების, ისე მოსალოდნელზე მაღალი ათვისების შემთხვევებში. შესაბამისად, დაბალი ათვისების პროექტებზე მოხდა ვალდებულების გადასახადის გადახდა, ნაცვლად საპროცენტო განაკვეთისა, თუმცა, ჯამურად ამით არ შეცვლილა არც სესხის მთლიანი მოცულობა და არც მისი მომსახურების საპროცენტო განაკვეთი გაზრდილა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია პროექტების დროული განხორციელება და მათი დროული მონაწილეობა ეკონომიკურ აქტივობაში.

„იმის განცხადება, რომ ბიუჯეტმა თითქოს ზედმეტი გადაიხადა, არასწორია, თუ არ შევხედავთ საინვესტიციო პროექტების მთლიანი ათვისების მაჩვენებელს, ვინაიდან მათ შორის, 2020 წელს ჯამურად, საინვესტიციო პროექტები გადაჭარბებით (350 მლნ ლარით) იქნა ათვისებული და მთელ რიგ პროექტთებთან მიმართებაში აღარ მოგვიწია გრაფიკის შესაბამისად გადასახადელი ვალდებულებების გადასახადის გადახდა, დაჩქარებული ათვისებიდან გამომდინარე,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.