მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფომ ფერმიდან სუფრამდე პროცესის კონტროლი უნდა შეძლოს" - FAO მეფუტკრეების რეგისტრაციაზე

638b5ac7700bd
ალა ისპირიანი
03.12.22 22:00
729
2023 წლიდან მეფუტკრე ფერმერები იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესში ჩაერთვებიან. სურსათის ეროვნული სააგენტო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, საფუტკრე მეურნეობების რეგისტრაციას უსასყიდლოდ უზრუნველყოფს.

აღნიშნულ საკითხზე საუბრისას FAO-ს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ხელმძღვანელმა მიხეილ სოხაძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ თქვა, რომ ბაზაში მეფუტკრეების გარკვეული რაოდენობა უკვე დარეგისტრირებულია და ვარაუდობს, რომ რეგისტრაციის პროცესი იანვრიდან უფრო გააქტიურდება.

კითხვაზე - რა არის მეფუტკრეების მხრიდან საჭირო რეგისტრაციისთვის, სოხაძე ამბობს, რომ მეფუტკრეები მხოლოდ მარტივ ფორმას ავსებენ, რითაც ისინი აღნიშნული სისტემის ნაწილი ხდებიან.

„აქ არსებობს სახელმწიფოს და ბიზნესის ინტერესი. სახელმწიფოს ინტერესია, რომ ჯანმრთელობა იყოს შენარჩუნებული და რასაც ჩვენი პარტნიორები ითხოვენ, ამ შემთხვევაში ევროპაზე გვაქვს საუბარი, თაფლი უნდა იყოს მიკვლევაში. მიკვლევადობა კი სახელმწიფოს პრეროგატივაა. სახელმწიფომ უნდა შეძლოს ფერმიდან სუფრამდე მთელი პროცესი აკონტროლოს. ეს მთლიანად სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. რაც შეეხება ხარისხს, ეს ბიზნესის ნაწილია. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია სახელმწიფო კონტროლი, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ თაფლი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, მეფუტკრეები გარკვეული რაოდენობა უკვე დარეგისტრირებულია და იანვრიდან ეს პროცესი უფრო გააქტიურდება. მეფუტკრემ რეგისტრაციის სურვილის შემთხვევაში სურსათის ეროვნულ სააგენტოს უნდა შეატყობინოს და მეფუტკრის სისტემაში რეგისტრაციას ისინი უზრუნველყოფენ. ძალიან მარტივი ფორმა არსებობს, რომელსაც ისინი შეავსებენ და შემდეგ სისტემის ნაწილი გახდებიან“, - განაცხადა მიხეილ სოხაძემ.