სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება სრულად, მიუხედავად მზარდი მაჩვენებლისა, ამიტომ რაც უნდა გავაკეთოთ ერთადერთი და უპირველესი არის წესების მაქსიმალურად დაცვა, პირბადე და სოციალური დისტანცია, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი მართვას ექვემდებარებოდეს და ასე გავაგრძელოთ, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ვიმყოფებით ვირუსის მართვისა და ვირუსთან ადაპტაციის პროცესში, რაც გულისხმობს კონკრეტული წესების დაცვას და ამ პროცესში თავისი როლი აქვს როგორც სახელმწიფოს, ისე ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს.
„ჩვენ ვიმყოფებით ვირუსის მართვისა და ვირუსთან ადაპტაციის პროცესში, რაც გულისხმობს კონკრეტული წესების დაცვას, გულისხმობს იმას, რომ ამ პროცესში თავისი როლი აქვს როგორც სახელმწიფოს, ისე ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს. რესურსებზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რადგან ამასთან დაკავშირებით კითხვები ხშირად არის. დღეს ეს რესურსები სახელმწიფოს აქვს, საუბარია როგოც ექიმებზე, ისე საუბარია და ხშირად ისმის შეკითხვები საწოლების ფონზე, თუმცა ეს ყველაფერი ბუნებრივია ამოუწურავი არ არის და მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, მაქსიმალურად დაიცვან წესები. დღესაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ ადამიანებს, ვისაც საავადმყოფოში მოთავსება სჭირდება, ვინც არის მძიმე, ვინც არის რისკ-ჯგუფის პაციენტი, საკმარისი რაოდენობა რესურსების ამ ადამიანებისთვის სახელმწიფოს დღეს გააჩნია თუმცა, როცა ამას ვლაპარაკობთ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვიყოთ ფრთხილად, რათა შევინარჩუნოთ ეს სიტუაცია მაქსიმალურად გრძელვადიან პერსპექტივაში", - განაცხადა მეზვრიშვილმა.
მისივე თქმით, კლინიკურ მართვას სახელმწიფო აგრძელებს და მართვის ახალი მოდელი საშუალებას იძლევა, რომ საჭიროების მიხედვით საწოლების რაოდენობა იყოს.
"საუბარია იმაზე, რომ ახალი მოდელის მიხედვით, ოჯახის ექიმების კონსულტაციების შედეგად პაციენტების გარკვეული ნაწილი, მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები მკურნალობას განაგრძობენ სახლში, გარკვეული ნაწილი მკურნალობას განაგრძობენ ე.წ. „კოვიდ სასტუმროებში“ და მძიმე პაციენტები მკურნალობას განაგრძობენ საავადმყოფოებში. როდესაც სახლში და "კოვიდ სასტუმროებში" მკურნალობაზე ვსაუბრობთ, ეს ყველაფერი ხდება ექიმის მეთვალყურეობით. იყო ბოლო დღეებში გარკვეული უკმაყოფილებები ცალკეულ „ქეისებზე“, რა თქმა უნდა, ხარვეზები არის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს ხარვეზები არ არის სისტემური და ყველა ასეთ შემთხვევას ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დროულად მოვახდინოთ რეაგირება. გარკვეულწილად, ეს გამოწვეულია იმით, რომ შემთხვევების მატებასთან ერთად, რაც ალბათ კიდევ გაიზრდება, არის გარკვეული პანიკის ეფექტი, ყველას გვახსოვს, რომ იყო ასეთი შეთხვევა თავდაპირველად, როდესაც მაგალითად, 144 გადაგვეტვირთა, იყო გარკვეული ხარვეზები, რომლებიც ჩვენ შემდგომ მოვაგვარეთ, ამით არის ეს პრობლემები გამოწვეული, რა თქმა უნდა, გარკვეულ შემთხვევებში იქ არის რაღაც ცალკეული შემთხვევები პირველადი ჯანდაცვის სფეროში, ცალკეული ხარვეზები, თუმცა ამასაც ვცდილობთ მაქსიმალურად დროულად მოვაგვაროთ,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა