საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან საქართველოს ცა იხსნება, თუმცა ქვეყანაში ეკონომიკის რიგ სექტორებში შეზღუდვები კვლავ ძალაშია. მათ შორის არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია ზამთრის კურორტები, სადაც არ მუშაობს სასტუმროები და რესტორნები.
მთავრობამ ტურიზმის სექტოროს მიერ წარდგენილი ტურიზმის გახსნის 5 პუნქტიანი გეგმაც არ გაითვალისწინა და მოქმედი შეზღუდვები კვლავ ძალაში დატოვა.
კერძო სექტორის შეფასებით, მთავრობის გადაწყვეტილებები არათანმიმდევრულია.
ტურისტული კომპანია, Caucasus Travel-ის დამფუძნებელი საბა კიკნაძე bm.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ფრენების გახსნა ცალსახად კარგი გადაწყვეტილებაა, თუმცა ამას სწრაფი შედეგი ვერ მოყვება და ზამთრის სეზონის ასე ჩაგდება აბსოლუტურად გაუგებარია. გარდა ამისა, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობას თანმიმდევრული გადაწყვეტილების მიღების უნარი არ შესწევს.
საბა კიკნაძეს მაგალითად მოჰყავს გასული წლის ზაფხულში, ბათუმშში განვითარებული მოვლენები და ამბობს, რომ იმის გამო, რომ აჭარაში არაფერი გამოუვიდათ და სიტუაცია ვერ გააკონტროლეს, ზამთარში ქვეყანა მთლიანად ჩაკეტეს.
„საბჭოთა კავშირში იყო ასეთი ცხოვრება, ბავშვებს ეუბნებოდნენ - მაგიდაზე ხელები არ დადო, სკამის უკან დაიჭირე. ჩემი აზრით, იმის გამო, რომ არ შეუძლიათ სიტუაცია აკონტროლონ, დროულად ვერ შემოიტანეს ვაქცინები, ვერ დაიჭირეს თადარიგი, რომ აეყვანათ ადამიანები, რომლებიც გააკონტროლებდნენ სიტუაციას ტრანსპორტში, არ დაადგინეს წესები, არ შეიწუხეს თავი და არ იმუშავეს. რისთვის მუშაობს სახელმწიფო სექტორში ამდენი ადამიანი? თუ საჭიროა იძულების წესიც უნდა გამოეყენებინათ იმისთვის, რომ წესები დაეცვა ყველას - შეგნებულსაც და შეუგნებელსაც“, - ამბობს საბა კიკნაძე.
მისი თქმით, მთავრობა თავად უნდა იძლეოდეს მაგალითებს. მისი თქმით, ზაფხულში, ბათუმში, პოლიცია დადიოდა უნიღბოდ და შესაბამისად იქცეოდნენ რესტორნების და სასტუმროების მეპატრონეებიც.
„მე ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ეპიდემილოგები მკაცრად ითხოვენ რაც უნდათ და მთავრობა ამას აკეთებს აკრძალვით, შეზღუდვით და არა მუშაობის ფონზე. ტრანსპორტში შეეზღუდათ ადამიანების რაოდენობა, სასტუმროებში ტურისტებზე დაეწესებინათ რაოდენობრივი შეზღუდვა და ა.შ.“, - ამბობს კიკნაძე.
მისივე შეფასებით, უკვე მაისის ჩათვლით წელი დაკარგულია, ხოლო ივნისი-ივლისი-აგვისტოს შეკვეთები ჯერ კიდევ ჰაერში კიდია.
ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მთავრობამ უნდა გადადგას მტკიცე ნაბიჯები, მაგრამ ის ამას ვერ ახერხებს, არ გამოსდის, თუნდაც აკონტროლონ პირბადეების ტარება ქუჩაში.
„მთავრობა, ვერ და არ ახერხებდა თავისივე დაწესებული შეზღუდვები დაეცვა. რა ხდებოდა პირველი შეზღუდვების დროს გახსოვთ? რესტორნებში შეზღუდვები იყო დაწესებული, სასტუმროებშიც, უმეტესობა წესებს ასრულებდა, თუმცა იყვნენ დამრღვევებიც და ამას არ ამოწმებდა მთავრობა. ნებისმიერი ბიზნესი არის შეგნებული მხარე და ამაში დავრწმუნდით ახალ წელსაც, როცა სავაჭრო ცენტრები გახსნილი იყო, უბრალოდ მთავრობისთვის სრული ჩაკეტვა უფრო ადვილია“, - განაცხადა საბა კიკნაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?