მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფოს მხრიდან სიტუაციის მართვაზე პასუხისმგებლობის მხოლოდ ექიმებზე გადატანა არასწორია"

5f95351d60d43
ლიკა გურაბანიძე
25.10.20 12:16
857

“რეფორმა ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს ჯანდაცვა, ეკონომიკა, სოციალური საკითხები თუ განათლება - შეხედულებები შეჯერებული უნდა იყოს, რომ თუნდაც ამ სექტორში მყოფი ადამიანების გამოყენება ქვეყნის საკეთილდღეოდ მოხდეს. მთავარია დიალოგის პლატფორმების შექმნა” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” EPRC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ განაცხადა.

ის ამბობს, რომ პანდემიის გავრცელების კუთხით მომდევნო პერიოდი უფრო კრიტიკული იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის კონკრეტული რეკომენდაციების გაზიარება;.

“სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით, არ შეიძლება, რომ პანდემიაზე პასუხისმგებელი სამინისტრო, კლინიკური და ეპიდემიოლოგიური ნაწილი მოსახლეობასთან ერთმანეთის საწინააღმდეგო კავშირს ახდენდნენ. ამ ნაწილში მოსახლეობასთან კომუნიკაცია ცენტრალიზებული და გამჭვირვალე უნდა იყოს.

სახელმწიფოს მხრიდან სიტუაციის მართვაზე პასუხისმგებლობის მხოლოდ ექიმებზე გადატანა არასწორია. ვფიქრობ, რომ უფრო კრიტიკული დღეები წამოვა და ამ ვითარებაში მოსახლეობისთვის კონკრეტული რეკომენდაციების გაზიარება უნდა მოხდეს” - განაცხადა ევგენიძემ.