26.აპრილი.2016 14:40
ეკონომიკა

"საყოველთაო ჯანდაცვა არის წარმატებული პროექტი, მაგრამ ნებისმიერ პროგრამას სჭირდება კორექტირება"

"საყოველთაო ჯანდაცვა არის წარმატებული პროექტი, მაგრამ ნებისმიერ პროგრამას სჭირდება კორექტირება"
"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არის ყველაზე ხარჯთეფექტური პროგრამა", - ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტის" ეთერში ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა. დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ პროგრამა წარმატებულია, თუმცა ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პროგრამას მასაც სჭირდება კორექტირება. მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეჩერებაზე საუბარი არ მიმდინარეობს.
 
"ვეთანხმები პრემიერის ნათქვამს, მაგრამ მას ვისაც როგორც უნდა ისე იგებს. საყოველთაო ჯანდაცვა არის წარმატებული პროექტი, რომელმაც ჩვენი მოსახლეობა გაღატაკებისგან იხსნა, მაგრამ ნებისმიერ პროგრამას სჭირდება კორექტირება, რათა მოსახლეობამ მეტი სარგებელი ნახოს. ეს პროგრამა არ გაჩერდება, ის არ არის საარჩევნო პროგრამა და არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არის ყველაზე ხარჯთეფექტური პროგრამა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქვეყანაში შემციებულია, ასევე მნიშვნელოვნად შემცირებულია 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილობის მაჩვენებელი, შობადობა გაიზარდა და ამ ყველაფერში დიდი როლი ითამაშა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემამ.

ინდიკატორებიდან გამომდინარე, ამ პროგრამის მართვა მიმდინარეობს კარგად. რაც შეეხება დეფიციტს, ზოგადად ჯანდაცვითი ხარჯები ყველგან არის მზარდი. ხდება აპელირება, თითქოს ბიუჯეტი ვერ გაუძლებს, მაგრამ გეტყვით, რომ ეს პროგნოზი არ გამართლდება“, - განაცხადა ხუნდაძემ.

24.აპრილი.2019 10:18
22

საქართველოს ავიაბაზარზე შესაძლოა, ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოვიდეს

ვრცლად
24.აპრილი.2019 10:00
111

სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს

ვრცლად
24.აპრილი.2019 09:52
63

ნათია თურნავა: საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდება

ვრცლად
24.აპრილი.2019 09:20
62

„VTB ბანკის“ წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

ვრცლად
24.აპრილი.2019 09:00
105

იდეა იმ რეგიონების დასახმარებლად, სადაც ჰესები შენდება - რას ფიქრობენ დეპუტატები

ვრცლად
24.აპრილი.2019 00:30
102

Tesla 2020 წლისთვის თვითმართვად ტაქსებს გამოუშვებს

ვრცლად