18.ივნისი .2020 13:05

"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობას 140-დან 85 დაწესებულება მიიღებს"

views 228
უკან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დიდ ქალაქებში სელექციური კონტრაქტირების პროცესი დასრულდა და პროგრამაში მონაწილეობას 85 დაწესებულება გააგრძლებს. ამის შესახებ მან ჯანდაცვის სამინისტროს წლიური საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც თამარ გაბუნიამ განმარტა, ეს არის გარანტი მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურების უსაფრთხო და ეფექტური მიწოდების.

„ბოლო პერიოდში დასრულდა სელექციური კონტრაქტირების პროცესი დიდ ქალაქებში, რის შედეგადაც 140 დაწესებულებიდან პროგრამაში მონაწილეობას გააგრძელებს 85 დაწესებულება. ამგვარი ცვლილება ჩვენთვის არის გარანტია ეფექტურობის და ხარისხიანი სერვისის მიწოდების. პაციენტის ნაკადები გადამისამართდა იმგვარად, რაც მათ შესაფერის გარემოში კარგი სერვისის მიღების საშუალებას აძლევს.

ყველა ის დაწესებულება, რომელიც გააგრძელებს პროგრამაში მონაწილეობას მოტივირებულია და მომზადებულია იმისთვის, რომ განაგრძოს მუშაობა ხარისხის გაუმჯობესებისთვის, იმუშაოს საკუთარი პერსონალის უწვეტ პროფესიულ განვითარებაზე და ეს იქნება უკვე მეორე ეტაპი შეფასების და ამ შეფასებას სამინისტრო განახორციელებს რეგულარულად იმისათვის, რომ პირველადი ჯანდაცვის ხარისხი იყოს ნამდვილად იმგვარი, რომ ჩვენ მოგვცეს დაავადებების ადრეული გამოვლენის და ჰოსპიტალური სერვისების გადატვირთვის თავიდან აცილების შესაძლებლობა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თამარ გაბუნიამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა: "ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დღეს გვეხმარება იმაში, რომ პირველად ჯანდაცვის პაკეტი გადაიხედოს და ჩვენ ჩამოვყალიბდეთ რა იქნება დაფინანსების ხარისხის ოპტიმალური მოცულობა იმ მიმწოდებლებისთვის, რომელიც აგრძელებს პროგრამის ფარგლებში მოღვაწეობას“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა