მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საზარელ ომის დანაშაულებზე ვლადიმირ პუტინი არის პასუხისმგებელი" - ჯასტინ ტრუდო

62781a38366b3
BM.GE
08.05.22 23:23
1188
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდომირ ზელენსკისთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. ტრუდოს განცხადებით, კანადამ კიევში საელჩოს ხელახალი გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთანავე, კანადის პრემიერმა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე ისაუბრა და მათზე სრული პასუხისმგებლობა ვლადიმირ პუტინს დააკისრაა. 

,,ცხადია, ვლადიმერ პუტინი საზარელ ომის დანაშაულებებზე პასუხისმგებელია, პასუხისმგებლობა უნდა იყოს დაკისრებული”, - CNN-ის თანახმად, განაცხადა ტრუდომ.

დღესვე კანადის პრემიერმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებაც განაცხადა, რაც მცირე ზომის იარაღს, ამუნიციას და განაღმვის სამუშაოების დაფინანსებას ითვალისწინებს.