მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საზღვრების გახსნა გვჭირდება, რაც შეიძლება სწრაფად" - სასტუმრო ბათუმში

5f2fa59094045
თათია ჩაფიჩაძე
09.08.20 12:33
1655
აჭარაში მდებარე სასტუმროების წარმომადგენლების განცხადებით, აქტიური ტურისტული სეზონის მიუხედავად დატვირთულება 10%-ს ვერ ცდება.

ბათუმში მდებარე სასტუმრო "თენჯერის" გაყიდვების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ფასები მათთან გასულ წელთან შედარებით 60%-ით ნაკლებია, თუმცა დამსვენებლები მაინც არ ჰყავთ.

სექტორი სახელმწიფოსგან საზღვრების მაქსიმალურად სწრაფად გახსნას ითხოვს.

"ადრე თუ 100%-იანი დატვირთვით მუშაობდა ჩვენი სასტუმრო ახლა 10%-ზე მეტი არ არის. ესეც აგვისტოს ხარჯზე, ივლისში საერთოდ არ გვქონდა მუშაობა. 60%-ით შევამცირეთ ფასები, დღეს საშუალო ორადგილიანი ნომერი 90 ლარი ღირს, მაშინ როცა გასულ წელს 100 დოლარი ღირდა. მიუხედავად ამისა, 45 ნომრიდან 8 ნომერია დაკავებული. ყველაზე მეტად საზღვრების გახსნა გვჭირდება რაც შეიძლება სწრაფად. სხვა დახმარება ვერ დააბალანსებს ამ დანაკლისს"- განაცხადა სასტუმრო "თენჯერის" გაყიდვების ხელმძღვანელმა ირინა ხუნდაძემ.