მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საზოგადოება თუ არ იღებს, ხელისუფლება არ წავა ჭიდილზე“ - პრემიერის ექს-მრჩეველი ENKA-ზე

6388bf1e6258d
თელარა გელანტია
02.12.22 11:22
1448
"მსხვილ ინვესტორებთან ურთიერთობის კულტურა ძალიან სპეციფიკურია და მხოლოდ მთავრობის ნაწილი არაა", - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილმა ეკონომიკურმა მრჩეველმა სოსო ტყემალაძემ BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში წამყვანის კითხვას, რომელიც ქვეყანაში ახალი მსხვილი ინვესტორების და ინვესტიციების მოზიდვას შეეხებოდა.



- რატომ არ „ეფერებით“ <უფრთხილდებით> ინვესტორებს მეტად? მაგალითად, $800 მილიონიანი „ნენსკრაჰესის“ ინვესტორი კომპანია ENKA რატომ გაგექცათ საერთაშორისო არბიტრაჟში?

- თქვენ რატომ არ „მოეფერეთ“?

- BMG ყველაფერს აკეთებდა, რაც საჭირო იყო...

- გეტყვით, რას ვგულისხმობ - იცით, რამხელა წინააღმდეგობა იყო მოსახლეობის მხრიდან ამ პროექტთან დაკავშირებით?! და ჯამში, მთავრობას რა უნდა ექნა?

- მთავრობას ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე ჯვრის აღმართვამდე არ უნდა მიეყვანა საქმე...

- საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ ის შედეგი, რაც დადგა... იგივე იყო ENKA-ს შემთხვევა. დიდ ინვესტორებთან ურთიერთობის კულტურა ძალიან სპეციფიკურია და მხოლოდ მთავრობის ნაწილი არაა - ესაა მთავრობა, მედია, საზოგადოება...

- თუმცა პრემიერის განცხადებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. არ შეიძლება წინამორბედების მიერ ხელმოწერილ კონტრაქტზე მოქმედი პრემიერი ამბობდეს, რომ ეს ხელშეკრულება მას მემკვიდრეობით დახვდა და არ მოსწონს. ასე არ ხდება დემოკრატიულ სახელმწიფოში...

- გასაგებია, მაგრამ რატომ არ უკრავთ მთავრობას ტაშს იმაზე, რომ მოსახლეობა რაზეც წინააღმდეგ წავიდა, მთავრობამ ეს გაითვალისწინა. დღეს მთავრობისთვის არბიტრაჟი თავის ტკივილია...

- ეს რას ნიშნავს ანუ აღარ ავაშენოთ მაშინ ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურები?

- ეს ნიშნავს იმას, რომ მეტი სიღრმისეული მუშაობაა საჭირო... შეიძლება ეს იყო ჩემი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია და როლი მთავრობის ეკონომიკურ საბჭოში. უკაცრავად, მაგრამ საზოგადოება ვერ იღებს, რომ სამინისტროებში ისეთი დონის მაღალი სპეციალისტები მოვიდნენ, რომელთა ანაზღაურება 10, 15 და 20 000 ლარი იქნება...

- მოქალაქეები ხელისუფლებას იმიტომ ვირჩევთ, რომ ხშირად არაპოპულარული გადაწყვეტილებები მიიღოს და ნაბიჯები გადადგას...

- იცით, მე მინახავს გადაცემები, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ვიღაცამ 40 ლიტრით მეტი საწვავი ჩაასხაო და ამას აკრიტიკებდნენ... ჩვენ, საზოგადოება უნდა მივხვდეთ, რომ მივცეთ მთავრობასაც თავისუფლება... იცით, რა არის, საზოგადოება თუ არ იღებს, ხელისუფლება არ წავა ამ ჭიდილზე.