"რუსეთი ევროპისგან იღებს ფულს, რომლითაც ევროპასაც და მთელ ცივილურ სამყაროსაც უთხრის ძირს", - ამის შესახებ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა BMG-ს გადაცემა „ანალიტიკას“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
ის ამბობს, რომ მიზეზი, რის გამოც ახლა უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ცივილური სამყაროს არასწორი ენერგეტიკული პოლიტიკის დამსახურებაა.
გარდა ამისა, ფინანსიტი მიიჩნევს, რომ სანქციების მიზანი უნდა იყოს ის, რომ რუსეთის ქცევა შეცვალოს, ხოლო ის სანქციები, რაც დღეს ჩანს, ამას ვერ იზამს.
„მარტო ეკონომიკური სანქციებით სამხედრო აგრესიის შეჩერება შეუძლებელია, მით უმეტეს ნელ-ნელა სანქციების მომატების პოლიტიკა საკმარისად ეფექტიანად არ მიმაჩნია. მე მგონია, რომ საკითხს ფუნდამენტურად უნდა შევხედოთ - რატომ არის ის სიტუაცია, რაც გვაქვს დღეს. მე რომ ვინმემ მკითხოს, რატომ აკეთებს ამას პუტინი დღეს, დამისახელე ერთი ფაქტორიო - მე ვიტყოდი, რომ ეს არის ათწლეულების განმავლობაში დასავლეთში დაწყებული არასწორი ენერგეტიკული პოლიტიკა.
ამ არასწორი, წინდაუხედავი ენერგოპოლიტიკის შედეგია ის, რომ ფაქტობრივად დღეს, რუსეთი ევროპისგან იღებს ფულს, რომლითაც ევროპასაც და მთელ ცივილურ სამყაროსაც უთხრის ძირს. კი ბატონო, უნდა ვეცადოთ, რომ რუსეთი ჩავრთოთ მსოფლიო ინტეგრაციაში, ვევაჭროთ და ა.შ. თუმცა ენერგეტიკულად რუსეთზე ჩამოკიდება და რუსეთის გაზზე ასეთი დონის ჩამოკიდება, არასწორია. გავიგეთ, რომ ნატო არ ერთვება ამ სიტუაციაში, მაგრამ შეიარაღებას რატომ არ აძლევენ უკრაინას? სანქციებს რაც შეეხება, სწრაფი და ქმედითი სანქცია ვერ იქნება. გრძელვადიანი, ეფექტიანი ზომა მაინც უნდა ჩავრთოთ მთელმა სამყარომ და შევცვალოთ ენერგეტიკული პოლიტიკა. ეს არსებულ კონფლიქტს ვერ მოაგვარებს, მაგრამ ამის დაწყება აუცილებელია", - თქვა ფინანსისტმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი