07.მარტი.2016 14:49
საფინანსო სექტორი

"სებ-ის მთავარი ფუნქცია, აქციონერის უკმაყოფილების მიუხედავად, მეანაბრის ინტერესების დაცვაა"

"სებ-ის მთავარი ფუნქცია, აქციონერის უკმაყოფილების მიუხედავად, მეანაბრის ინტერესების დაცვაა"
"სად იქნება ზედამზედველობა – ბანკის შიგნით თუ გარეთ – ეს პოლიტიკის გადასაწყვეტია", - ამბობს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე ქართულ "ფორბსთან" ინტერვიუში. ქადაგიძე მიიჩნევს, რომ ზედამხედველობის ფუნქცია კონტროლის დამყარების მექანიზმად იქცა.

"რატომ ვარეგულირებთ ბანკებს? და რატომ არ არსებობს, მაგალითად, ვულკანიზაციების ან სუპერმარკეტების ზედამხედველობა? ბანკირები საკუთარი აქციონერების ფულს რომ მართავდნენ და არა მეანაბრეებისას, არანაირი ზედამხედველობა არ იქნებოდა საჭირო. არავინ გააკონტროლებდა მათ ქმედებებს - არც სულელურს და არც ჭკვიანურს. მაგრამ რადგან ასე არ არის, ბანკების შემთხვევაში ზედამხედველობას ფინანსური სტაბილურობის ფუნქცია ეკისრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკების გაკოტრება მეანაბრის გაკოტრებას არ უნდა იწვევდეს. ყოველთვის, როდესაც სასწორზე დადგება აქციონერის ინტერესი VS მეანაბრეთა ინტერესი, ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია, აქციონერის უკმაყოფილების მიუხედავად, მეანაბრის ინტერესების დაცვაა. ასეც იყო და შედეგად, მეანაბრეების ნდობა საბანკო სისტემისადმი დღეს ძალიან მაღალია, რიცხვებში ეს ყველა დროის მაქსიმუმს აღწევს და 15-მილიარდს შეადგენს.

ქართულ საბანკო სისტემას ენდობიან არა მხოლოდ ქართველები, არამედ უცხოელებიც. რაც, თავის მხრივ, ნიშნავს, იმას, რომ როდესაც უცხოელი დებს ფულს ქართულ ბანკში, ბანკი აფინანსებს რეალურ სექტორს, ანუ უცხოელი აფინანსებს ქართულ სექტორს.

სად იქნება ზედამხედველობა - ბანკის შიგნით, თუ გარეთ - ეს პოლიტიკის გადასაწყვეტია. ერთი მხრივ, მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველა შეთანხმდა, რომ ზედამხედველობის სამსახური უნდა იყოს ეროვნულ ბანკთან ერთად და მეორე მხრივ, ჩვენთან საკითხი განიხილებოდამ როგორც კონტროლის დამყარების მექანიზმი. როდესაც ღიად ამბობ, რომ გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის მოქმედ მენეჯმენტთან შეუთანხმებლობის გამო იღებ, იქ არგუმენტები ქრება. ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტის ფუნქციონირების ტესტი", - განაცხადა ქადაგიძემ. 


24.მაისი.2019 17:34
45

კობა გვენეტაძემ ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ვრცლად
24.მაისი.2019 17:12
170

ლარი კიდევ გაუფასურდა

ვრცლად
24.მაისი.2019 16:30
131

ჭიაბერაშვილის ინიციატივა - სებ-ს 6 წელზე ხანდაზმულ საქმეზე სანქციის დადება აღარ შეეძლება

ვრცლად
24.მაისი.2019 13:00
144

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, რატომ ქმნის ლარის კურსის მერყეობა პრობლემას?

ვრცლად
24.მაისი.2019 10:39
126

“ეკონომიკის მეტად დივერსიფიკაცია ვალუტის დასტაბილურებას ხელს შეუწყობს”

ვრცლად
22.მაისი.2019 18:39
149

კობა გვენეტაძე კრისტინ ლაგარდის ვიზიტს აფასებს - მნიშვნელოვანი გზავნილები

ვრცლად