მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სებ–ი ლარის გამყარებით თავს არ უნდა იწონებდეს, მისი ამოცანა ინფლაციის კონტროლია, რასაც ვერ ასრულებს"

6202505f4960b
მარიამ ვარადაშვილი
08.02.22 15:17
616
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე ქვეყანაში მთავარ პრობლემად მაღალ ინფლაციას მიიჩნევს. კითხვაზე როგორ უნდა მოიქცეს ეროვნული ბანკი ამ ვითარებაში და როგორ უნდა მოითოკოს მაღალი ინფლაცია, რომელიც იანვარში წლიურად თითქმის 14% გახდა, გოცირიძე პასუხობს, რომ ეროვნული ბანკის ამოცანა ინფლაციის კონტროლია და ლარის გამყარებისათვის თავს არ უნდა იწონებდეს.

“ეროვნული ბანკი ყოველთვის ამბობდა და კანონითაც ასეა, რომ მისი ამოცანა ფასების ზრდის არ დაშვებაა და არა ლარის კონტროლი. დღეს ეროვნული ბანკი თავს ლარის გამყრებით რომ იწონებს, ეს გამყრება ფასების ზრდის შემცირების განმაპირობებელი უნდა ყოფილიყო.

ამიტომ, ეროვნული ბანკი საკუთარ მთავარ ამოცანას ვერ ასრულებს, ქვეყანაში ფასები იზრდება და ხალხი ღარიბდება. თუ ლარის გამყარება გარკველწილად ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს და ეს ასეც არის იმპორტთან დაკავშირებით, რაც კარგია. მაგრამ როდესაც მთავრობას დიდი რაოდენობით ფულს აწვდის დეფიციტის გამო და უამრავი უსარგებლო ხარჯის გამო, გამოდის, რომ სებ-ის მიერ ლარის გამყარების მცდელობა ფუჭდება მთავრობის არასწორი საფინანსო პოლიტიკით, რაც შემდეგ ფასების ზრდაში გამოიხატება”,-ამბობს გოცირიძე.