მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სელფი" - გამოხატე საკუთარი თავი, იყავი ნამდვილი! (რ)

642d201aa8480
BM.GE
05.04.23 11:18
847
დღეს "სელფი მობაილმა" მისი ახალი ბრენდი სელფი (Cellfie) წარადგინა. "სელფი" კომპანიის მიერ შექმნილი ქართული ბრენდია, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ ტელეკომ ინდუსტრიაში მოღვაწეობის მრავალი წლის გამოცდილებას, მნიშვნელოვან საერთაშორისო პრაქტიკას და ციფრული ტანსფორმაციის წარმატებულ ისტორიას.

"სელფის" მთავარი იდეა აბონენტის ცხოვრების ყველა ეტაპზე და ნებისმიერ ვითარებაში, მის გვერდში ყოფნაა. ბრენდის მუდმივი სწრაფვა ინოვაციისკენ განაპირობებს ახალი შესაძლებლობების მიცემას, პროფესიული და პერსონალური მიზნების წარმატებით განხორციელებისთვის. სელფის შექმნა განაპირობა კომპანიის მიერ ციფრული ეკოსისტემის განვითარებამ და უნარმა, რომ 1,3 მლნ მომხმარებელს მისცეს შესაძლებლობა სრულად ისარგებლონ თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევებით. სელფის მეშვეობით მომხმარებლები კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ ტექნოლოგიური განვითარებისგან, თანაც ისე, რომ ეს მათთვის მარტივი, სასიამოვნო და დროის დამზოგველი აღმოჩნდეს. სელფისთან ერთად აბონენტს შეუძლია მუდმივად ჰქონდეს სწრაფვა სიახლეებისკენ, შეიგრძნოს ცხოვრების მრავალფეროვნება და აისრულოს თავისი ყველა ჩანაფიქრი. სელფი ერგება თითოეულ მის მომხმარებელს და შესაძლებლობას აძლევს, რომ სრულად გამოხატოს საკუთარი თავი.

„მოხარული ვარ, მომხმარებელს წარვუდგინო ჩვენი ახალი ბრენდი სელფი, რომლითაც დღეიდან ვიწყებთ ოპერირებას. ბრენდის გაჩენა განაპირობა კომპანიის სურვილმა მიგვეცა მომხმარებლისთვის წვდომა ყველა იმ ტექნოლოგიურ გადაწყვეტაზე, რომელიც ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს და უმარტივებს ყოველდღიურობას. შეიძლება ითქვას, რომ სელფის მეშვეობით მომხმარებელი საკუთარი სმარტფონის ყველა ფუნქციას სრულად იყენებს, რადგან სელფი აბონენტს ყველაფერს რაც მას სჭირდება, ერთდროულად სთავაზობს: კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის, სწავლისა და პიროვნული განვითარების, მოგზაურობის, გართობისა თუ მუშაობისთვის საჭირო გადაწყვეტებს,“ განაცხადა სელფი მობაილის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ბერიშვილმა. „ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ინოვაციაზე და მუდმივ განვითარებაზე ორიენტაციასთან ერთად, უცვლელი რჩება ჩვენი მთავარი ღირებულება - ყოველთვის მივცეთ ჩვენს მომხმარებელს საუკეთესო შეთავაზება და მასზე მორგებული მომსახურება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს, რომელიც მრავალი თვის განმავლობაში დაუღალავად მუშაობდა ახალი ბრენდის შექმნაზე,“ - დაამატა ვასილ ბერიშვილმა.


მომხმარებლები ჩვეულებრივ შეძლებენ სარგებლობას მიმდინარე ტარიფებითა და პაკეტებით, რომლებიც უკვე ჩართული აქვთ და ავტომატური განახლებაც ძალაში რჩება.

სხვა პროდუქტებისა და მომსახურების სანახავად ეწვიეთ: cellfie.ge