მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სემეკმა უნდა განსაზღვროს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ტარიფი" - რატიშვილი

5fd2571046670
ანუკა ჯოხაძე
10.12.20 23:00
807
სემეკმა უნდა განსაზღვროს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ტარიფი, - ამის შესახებ „საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ პრეზიდენტი ალექსანდრე რატიშვილი აცხადებს.

როგორც ცნობილია მოქმედი რეგულაციების მიხედვით, კომერციული სექტორისთვის ტარიფების დაწესება არ რეგულირდება ეროვნული მარეგულირებლის მიერ. ბიზნეს ასოციაციების მოთხოვნებს შორის სახელდება არასაყოფაცხოვრებო ტარიფის განსაზღვრის საკითხის მარეგულირებლის ჩარჩოში მოქცევაც. ამ მიმართულებით ბიზნესასოციები სახელმწიფოს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ.

“მარეგულირებლის ჩარჩოში უნდა მოექცეს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ტარიფის განსაზღვრის საკითხი და ეს უნდა მოაგვაროს სახელმწიფომ. ახლა კი მდგომარეობა ასეთია, საყოფაცხოვრებო ტარიფის მომხმარებლებს ტარიფს არ ვუძვირებთ, ცხადია რა პოლიტიკაც ტარდება, მარეგულირებელიც არეგულირებს ამით “პროცესებს”. მოსახლეობა არ ღიზიანდება სამაგიეროდ ის ტვირთი, რისი ტარებაც "თბილისი ენერჯის" უწევს, ამ ყველაფრის გამო, გადმოდის კომერციულ სექტორზე”, -ამბობს ალექსანდრე რატიშვილი „საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ პრეზიდენტი.

ცნობისთვის, ბიზნესასოციაციებმა შეხვედრის მოთხოვნით უკვე მიმართეს როგორც "თბილისი ენერჯის", ისე მთავრობასაც, რომელიც ამ პროცესებში აქტიურად უნდა ჩაერთოს. ბიზნესაციაციები ამბობენ, რომ ტარიფის გაზრდა ბიზნესისთვის დამატებითი წნეხი იქნება, გაძვირდება პროდუქცია ეს კი საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება მომხმარებლის ჯიბეზე.

ამასთან, 2021 წლის 3 იანვრიდან, თბილისში კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი გაზი ძვირდება, გამონაკლისი პურის საწარმოებია. სხვა ყველა შემთვევაში კი, თუ დღეს კომპანიები ერთ კუბურ მეტრ გაზში 86 თეთრს იხდიან, შემდეგი წლიდან 24 თეთრით ძვირის გადახდა მოუწევთ - ტარიფი ლარი და 10 თეთრი ხდება.