მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სექტორს პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა წაახალისებს" - ლაშა ნიკოლაძე ავტოდაზღვევაზე

63136feaf0690
ალა ისპირიანი
03.09.22 22:00
746
სადაზღვევო სექტორის მიერ 2022 წლის 6 თვის განმავლობაში მოზიდულმა პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 504,7 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში 448.6 მლნ ლარი იყო. გარდა ამისა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მზღვეველების სადაზღვევო მოგება 91,8 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 10,3 მილიონი ლარი იყო. 

განახლებული მონაცემებით, კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 18% სარგებლობს, ხოლო საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეული. რა აფერხებს სექტორს საქართველოში და როგორ უნდა განვითადეს სწორად ბაზარი, ამის შესახებ გადაცემა "საქმის კურსში" "სადაზღვევო კავშირის" აღმასრულებელმა მდივანმა ლაშა ნიკოლაძემ ისაუბრა. მან შედარებისთვის ევროპული ქვეყნები მოიყვანა და აღნიშნა, რომ მაგალითად, ესტონეთში, ჯანმრთელობის დაზღვევის გარდა, წელიწადში თითო ადამიანი დაზღვევაზე 600 ევროს ხარჯავს, რაც საქართველოს მაგალითზე 90 ლარი იქნებოდა. თუმცა, მისივე თქმით, საქართველოს შემთხვევაში პრობლემა მხოლოდ რიცხვებში არ არის.

„ესტონეთის მაგალითს თუ ავიღებთ იქ, ჯანმრთელობის დაზღვევის გარდა, წელიწადში თითო ადამიანი დაზღვევაზე 600 ევროს ხარჯავს. საქართველოს შემთხვევაში, ერთ ადამიანზე დანახარჯი დაახლოებით 90 ლარი იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით", - განაცხადა მან.

რაც შეეხება ავტოდაზღვევას, "სადაზღვევო კავშირის" აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, რომ ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დიდი წამახალისებელი სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევა იქნება.

"ასევე, ჩვენ შემთხვევაში მარტო რიცხვებში არ არის საქმე - არის გაურკვევლობაც. ერთი სადაზღვევო კომპანია სხვანაირად განმარტავს მაგალითად, გაუფრთხილებლობას, მეორე - კიდევ სხვანაირად. კომპანიების მიდგომებიც კი სხვადასხვაა“, - ამბობს იგი.