მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის მიწოდების დაწყება უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის" - თურნავა

5fedbe17c6eca
BM.GE
31.12.20 16:18
946
აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის სისტემის მეშვეობით გაზის მიწოდება დაიწყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პროექტის მონაწილე ყველა მხარეს - ყველა ქვეყანას და კონსორციუმს ისტორიული დღე მიულოცა.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს გავლით ენერგოდერეფნის განვითარებისთვის. დასრულდა სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის ბოლო ფაზა ტრანს ადრიატიკული გაზსადენი. ამ დიდი რეგიონალური პროექტის მეშვეობით აზერბაიჯანიდან, შაჰ-დენიზის საბადოდან საქართველოსა და თურქეთის გავლით ბუნებრივი აირი ევროპას მიეწოდა.

ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, როგორც ენერგოდერეფნის მასპინძელი ქვეყნისთვის, ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის, იმ გეოპოლიტიკური მდებარეობის უკეთ გამოყენებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. 1 წლის წინ იყო ტრანსანატოლიური მილსადენის ინაუგურაცია და ახლა სახეზეა პროექტის ლოგიკური დასასრული - ბუნებრივი აირი კავკასიიდან მიეწოდება ევროპას,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

გიორგი გახარია: შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში გაზის მიწოდება დაიწყო, ეს დიდი ნაბიჯია