მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Shaori Chalet-ს 2021 წლიდან 2 კოტეჯი და მცურავი ბუნგალო დაემატება" - კომპანიის გეგმები

5fa81230e6765
ვიქტორია მღებრიშვილი
09.11.20 19:17
3632
კომპანია „ბათუსი“, რომელიც 2020 წლიდან რაჭაში 40 000 ლარის ინვესტიციით შაორის წყალსაცავზე მცურავი კოტეჯის Shaori Chalet-ის პროექტს ახორციელებს 2021 წელს ტურისტული ლოკაციის განვითარებას გეგმავს.

როგორც BM.GE-ისთან საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი და პროექტის იდეის ავტორი ვახტანგ იაშვილი განმარტავს, Shaori Chalet-ი გაფართოების საინვესტიციო ღირებულება 200 000 ლარი იქნება.

„2 კოტეჯი, 1 მცურავი ბუნგალო, ნავები და ამ სერვისის მიწოდებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა - ამ გეგმის შესრულებას 2021 წლის გაზაფხულიდან დავიწყებთ და იმედი გვაქვს, საჭირო ფინანსურ სახსრებსაც მოვიძიებთ. ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, კერძო ინვესტორებთან გვექნება მოლაპარაკებები. ასევე გვინდა, მივმართოთ ავსტრიულ კომპანია „Greta”-ს, რათა დაგვიფინანსოს პროექტი. შევეცდებით პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერის კომპონენტებითაც ვისარგებლოთ“, - აცხადებს ვახტანგ იაშვილი.



Shaori Chalet-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ 2021 წლის გეგმა მხოლოდ დასაწყისია, რადგან ამ გაფართოებით მათდამი დღეს არსებულ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებენ. იმისთვის, რომ მათი ტურისტული ობიექტის მიწოდება შეესაბამებოდეს მოთხოვნას, 3 კოტეჯი არ იქნება საკმარისი და კომპანია პროექტის განვითარებას მომავალ წლებშიც განაგრძობს, რითაც იქ დასაქმებულთა რაოდენობასაც გაზრდის.

ვახტანგ იაშვილის თქმით, განვითარების შემდეგ Shaori Chalet-ს სტუმრების მიღებას ზამთრის სეზონზეც შეძლებს და მაშინ, როდესაც შაორი გაიყინება, კოტეჯი მის ზედაპირზე მოექცევა.

თუმცა, პროექტის იდეის ავტორი აღნიშნავს, რომ განვითარების პროცესში, მათ შესაძლოა დაბრკოლებები შეექმნათ: „საქმე იმაშია, რომ შაორის წყალსაცავის წყლის დონის შენარჩუნება ძალიან დიდი პრობლემაა განსაკუთრებით ზაფხულში. ეს პრობლემას წარმოადგენს როგორც - ადგილობრივებისთვის, ასევე, ეკოლოგიურადაც... და ჩვენი ბიზნესის განვითარებას ამაზეა დამოკიდებული“.