მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შარლ მიშელმა ზელენსკი ევროკავშირის სამიტზე მიიწვია"

63e1743430b16
ალა ისპირიანი
07.02.23 01:28
570
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის სამიტზე მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროკავშირის საბჭოს პრესსპიკერი ბარენდ ლეიტსი ავრცელებს.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიწვია, ევროპული საბჭოს მომავალ სამიტში პირადად მიიღოს მონაწილეობა“, – წერს ლეიტსი.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში 9-10 თებერვალს არის დაგეგმილი.