მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შარშან პროდუქციის 20%-ით გაძვირება მოგვიწია“ – "რკოს“ გამოწვევები

6203de59b49fa
ლიკა გურაბანიძე
13.02.22 16:55
854
“პროდუქციაზე ფასების 20%-ით გაზრდა მოგვიწია. მაგალითად, თუ ქუდები 2020 წელს 45 ლარი ღირდა, 2021 წლიდან 55 ლარი ღირს. დამკვეთების მხრიდან უკმაყოფილებაც იყო, თუმცა სხვა გზა აღარ გვქონდა“, - ამის შესახებ bm.ge-ს „რკო“-ს თანადამფუძნებელმა თაკო მეგრელიშვილმა განუცხადა და პროდუქციის გაძვირების მთავარ მიზეზად იმპორტირებულ ნედლეულზე ფასების გაორმაგება დაასახელა.

“ნედლეულზე ფასის ზრდა ძალიან დიდი პრობლემაა, რაც ჩვენი შეკვეთების რაოდენობას პირდაპირ განსაზღვრავს. ეს პრობლემა რომ არ გვქონდეს, მეტ ნედლეულს ჩამოვიტანდით და გაცილებით მეტი რაოდენობის სამოსის გამოშვებაზე ვიმუშავებდით.
ასევე, ნედლეულის მოწოდების ნაწილში რთულია ისიც, რომ ზოგიერთი ქარხანა, რომელთანაც თურქეთში ვთანამშრომლობდით, საერთოდ დაიხურა“, - ამბობს bm.ge-სთან “რკოს” თანადამფუძნებელი.

გამოწვევების მიუხედავად, „რკო“ ახალი პარტნიორების ძიებას და საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობას აგრძელებს. ბავშვთა სამოსის მწარმოებელმა შეკვეთები უკვე მიიღო გერმანიდან, ბელგიიდან, საფრანგეთიდან და ავსტრალიიდან. "ამ ქვეყნებში, დაახლოებით, 50-დან 100-მდე ერთუელ ტანისამოსს მარტში გავგზავნით", - აღნიშნა თაკო მეგრელიშვილმა და იქვე დასძინა, რომ საექსპორტო კავშირები საბავშვო ტანსაცმლის გამოფენა Playtime Paris 2022-ზე დაამყარეს.

ცნობისთვის: „რკო“ თაკო მეგრელიშვილმა და თამუნა და ნინო მესარიკიშვილებმა 2016 წელს დააარსეს. ამჟამად, კომპანია 80-მდე ქალს ასაქმებს.