26.მარტი .2023 17:00

"შატო ატენმა" სტუმრების დასარჩენად ადგილზე კოტეჯები გახსნა

"შატო ატენმა" სტუმრების დასარჩენად  ადგილზე კოტეჯები გახსნა
views 1117
უკან

"შატო ატენმა" სტუმრების დასარჩენად ადგილზე კოტეჯები გახსნა. აღნიშნული სივრცე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მდებარეობს და სტუმრებს ღვინის მარანის გარდა კოტეჯებითაც გაუმასპინძლებს.

შატო ატენის წარმომადგენლის, სოსო ვანიშვილის ინფორმაიით, მშენებლობა 6 თვე მიმდინარეობა და ჯამში ეზოს კეთილმოწყობასთან ერთად, 160 000 ლარი დაიხარჯა.



კოტეჯში განთავსდება 3 უფროსი + ორი ბავშვი ან 4 უფროსი. ადგილზე ვთავაზობთ ასევე საუზმეს, სადილს და ვახშამს. ვეცადეთ ყველაფერი გემოვნებიანი და კომფორტული შეგვერჩია, ვფიქრობთ, ეს გამოგვივიდა. წინ კიდევ დიდი გეგმები გვაქვს, რაც სტუმრებს ძალიან გაახარებთ", -აღნიშნა სოსო ვანიშვილმა.



„შატო ატენის“ ისტორია 2010 წელს იწყება. სოსო ვანიშვილმა 13 წლის წინ, პირველი ვენახი გააშენა და საუკეთესო მოსავალიც მიიღო. 2016 წელს უკვე ჩამოასხა პირველი ბოთლი ღვინო და გახსნა სადეგუსტაციო მარანი ატენში, სადაც ტურისტებს  ვენახში ექსკურსია შესთავაზა. ეს გულისხმობს, ღვინის წარმოების პროცესისის აღწერას, დეგუსტაციას,  ტრადიციულ ქართულ სამზარეულოსა და მასტერკლასებს. ამჟამად, კი ამ ყველაფერთან ერთად სტუმრებს ადგილზე დარჩენაც შეუძლიათ. ახლადგახსნილი კოტეჯების დაჯავშნა, სოსო ვანიშვილის თქმით, უკვე დაწყებულია.

დასარჩენი სივრცეები წარმოე საქართველოს პროგრამის მხარდაჭერით გაიხსნა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა