მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შავი დღისთვის" გადადებული თანხები საქართველოსა და მსოფლიოში

5ece9f4d1afec
მარიამ ადამია
28.05.20 00:10
1972
ევროპაში საკარანტინო ზომების გაუქმების შემდეგ, გაჩნდა მთავარი კითხვა - რა ეშველება ეკონომიკას? და გამოიკვეთა ახალი ტენდენცია, რომლის თანახმადაც, თვითიზოლაციის პერიოდში ევროპელები, გასაგები მიზეზების გამო, გაცილებით მეტი ფულს ზოგავენ, ვიდრე ხარჯავენ. მაგალითად, ევროპის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის მოქალაქეებმა საბანკო დეპოზიტებზე მთლიანობაში თითქმის, 47 მილიარდი ევრო დააგროვეს. და არც დაგროვილი თანხის გამოყენებას ჩქარობენ, რადგან ფიქრობენ, რომ ეს ფული შეინახონ ბანკში, ე.წ. “შავი დღისთვის”.

ამ არჩევანის გაკეთება ადამიანებს უწევთ, კორონავირუსის მეორე ტალღისა და პანდემიის განმეორების შიშის გამო, რასაც სავარაუდოდ ხელახლა მოჰყვება უმუშევრობა და იზოლაცია. თუკი სტატისტიკას გადავხედავთ, ევროსტატის თანახმად, 2020 წელს უმუშევრობა ევროზონაში 9,5%-მდე გაიზრდება.

მოხმარების ასეთ შემცირებას ექსპერტები არ ვარაუდობდნენ, გამომდინარე იქედან, რომ წინასწარი პროგნოზით, ადამიანები ჩაკეტილობის შემდეგ, როდესაც ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებოდნენ, გაიზრდებოდა პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე მოთხოვნა და შესაბამისად ფულსაც დახარჯავდნენ. მაგრამ პროგნოზები არ გამართლდა. ეს პრობლემაა, რადგან ევროკავშირის ქვეყნებში მდგრადი ეკონომიკური ზრდის გასაღები, სწორედ მაღალი მოხმარებაა.

დღეს, როდესაც უკვე მდგომარეობა უკეთესობისგენ წამოვიდა და თანდათანობით იხსნება მაღაზიები, კაფე-რესტორნები და სხვადასხვა დაწესებულებები, მომხმარებელი წინა პერიოდებთან შედარებით მკვეთრად შემცირებულია და მოქალაქეები ფულს არ ხარჯავენ. ტურიზმის სექტორი კი მხოლოდ ახლა იწყებს აღდგენა-გაჯანსაღებას და შესაბამისად არც ტურიზმიდან ელოდებიან მნიშვნელოვან მაჩვენებლებს.

რაც შეეხება საქართველოში დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციას, 2020 წლის პირველი მაისისთვის, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 27 მლრდ 58 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მილიარდ 30 მილიონი ლარით, ანუ 4.49%-ით ნაკლებია პირველი აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე. ეს ტენდენცია კი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქართველოში ადამიანები არა დაგროვების, პირიქით, დეპოზიტების გამოტანის ტენდენციაზე არიან გადასული.

გარდა ამისა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში, პანდემიის გამო, უმუშევრობა გაიზრდება. ჩვენი ქვეყნისთვის ეს ყოველთვის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა იყო და ამ მხრივ ვითარება უფრო მეტად დამძიმდება. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ პანდემია საქართველოში არსებულ უმუშევართა სტატისტიკას საგრძნობლად გაზრდის, მისი შემცირება კი დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს.