“12 საათზე რომ ვიკეტებოდეთ, ეს [შეზღუდვა] არ გამოიწვევდა ამხელა პროტესტს და არც ზარალს”, - ასე შეაფასა რესტორან "შავი ლომის" დამფუძნებელმა მერი გუბელაძემ შეზღუდვა, რომელიც რესტორნებსა და გასართობ დაწესებულებებს გასული კვირის ბოლოს დაუწესდათ. შეზღუდვის მიხედვით რესტორნები მუშაობას 22 საათის შემდეგ აჩერებენ.
მერი გუბელაძის თქმით, აღნიშნული შეზღუდვის გამო რესტორნებმა დიდი ზარალი მიიღეს. მისივე განმარტებით, "შავი ლომის" შემთხვევაში დანაკლისი დაახლოებით 70%-ია.
“მესმის, რატომ არის ეს რეგულაცია შემოღებული, ვცდილობთ თავიდან ავირიდოთ ალკოჰოლის ზედმეტი მოხმარება, რომელსაც თან ახლავს ახლო კონტაქტები, მაგრამ 22 საათი იყო აბსოლუტურად მიუღებელი. ეს არის დრო, როცა რესტორანი ივსება. ჩვენი რესტორნები მთლიანად ცარიელია ყოველდღე, დილიდან 9 საათამდე. ამ დროს შემოდის ხალხი და გადის 12-ის ნახევრისთვის რესტორნიდან. ცოტათი უნდა გადაეწიათ დრო, 12 საათზე რომ ვიკეტებოდეთ, მაშინ ეს მისაღები იქნებოდა და არ გამოიწვევდა ამხელა არც პროტესტს და არც ზარალს", - ამბობს რესტორან “შავი ლომის” დამფუძნებელი.
შეგახსენებთ, მთავრობის დადგენილებით, 16 ოქტომბრიდან თბილისისა და იმერეთის მასშტაბით არსებული რესტორნები მუშაობას 22:00 საათიდან წყვეტენ. დღეს კი აღნიშნული აკრძალვა მცხეთაში არსებულ რესტორნებზეც გავრცელდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
100,000 ლარი გათამაშდა - "აიცერი და მოიგეს" გამარჯვებული ცნობილია
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა