საპენსიო ფონდს დაარსებიდან დღემდე 28%-იანი ზრდა აქვს. ამის შესახებ გადაცემა „ანალიტიკაში“ საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ფონდის მომგებიანობა ამ ეტაპზე წლიურად არის 11.3%. “მაგრამ საპენსიო აქტივების მოგებიანობა სწორად რომ გავზომოთ, უნდა შევხედოთ მას საინვესტიციო პერიოდის მანძილზე. ჩვენი საინვესტიციო მიზანი დადებითი რეალური ამონაგების ამ პერიოდის მანძილზე დაგენერირებაა.
ფონდი გაეშვა 2019 წლის იანვარში. იმ პერიოდიდან დღემდე 28%-იანი ზრდა გვაქვს, მაშინ როდესაც ინფლაცია იგივე პერიოდზე არის 22%. ინფლაციას დაახლოებით 6%-ით და ცოტა მეტით ვჯობნით, რაც ჩემი აზრით, კარგი შედეგია. ჩვენ ასევე ვუყურებთ ლარის დევალვაციასაც. 2019 წლის 1 იანვრიდან ლარის დევალვაცია იყო დაახლოებით 17% დღემდე“, - აღნიშნა მან.
გოგა მელიქიძის თქმითვე, ფონდის მოცულობა 1,8 მლრდ-მდეა, ხოლო დარიცხული სარგებელი თანხებში 230 მლნ ლარს შეადგენს.
„ეს მონაწილეების დარიცხული სარგებელია შემონატანების ზემოდან, რაც ინვესტიციებმა დააგენერირა დამატებით, როცა მონაწილეების დანაზოგების ინვესტირება სხვადასხვა ინსტრუმენტებში მოხდა“, - განაცხადა საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა და დასძინა, რომ ამ შედეგებით კმაყოფილია, ვინაიდან საპენსიო რეფორმა ჯერ ახალია, ასევე ამ პერიოდს დაემთხვა პანდემიაც.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი