მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შეგვიძლია, ამას ეპოქალური ცვლილებები დავარქვათ" - ლევან რაზმაძე შესყიდვების კანონზე

636a0c7484e1e
ინგა მურუსიძე
08.11.22 12:10
808
შემსყიდველ ორგანიზაციას გამარტივებული შესყიდვის ნებართვის მიღებისთვის უფრო მეტი დასაბუთება დასჭირდება, - შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელ ლევან რაზმაძის განცხადებით, შესაბამისი ცვლილებებია გაწერილი შესყიდვების შესახებ ახალ კანონპროექტში, რომელიც ძალაში 2025 წლიდან შედის. ის დღეს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა და „საჯარო შესყიდვების შესახებ" კანონპროექტი გააცნო.

„ასოცირების შეთანხმების თანახმად, ჩვენს ქვეყანას აქვს ვალდებულება, რომ მივიღოთ შესყიდვების ახალი კანონი და ეს იქნება ერთი ეტაპის დასრულება. ყოველი ეტაპის დასრულება კი იწვევს იმას, რომ ქართულ კომპანიებს ექნებათ საშუალება, ევროპის მრავალმილიარდიანი ბაზრის შესყიდვებში მიიღონ მონაწილეობა. რაც შეეხება თავად კანონის არსს, შეგვიძლია ამას ეპოქალური ცვლილებები დავარქვათ და იმაშიც მინდა დაგარწმუნოთ, რომ კანონი ბიზნესზეა ორიენტირებული.

ზოგადად, ბიუჯეტის 51%, რომელიც შესყიდვების კუთხით მიდიოდა, იხარჯებოდა გამარტივებული წესით. თავდაუზოგავი მუშაობის და უამრავი რეფორმის საფუძველზე ეს ნიშნული 16%-ზე ჩამოვიდა. ახალი კანონპროექტით, როცა ის კანონად იქცევა, გვექნება საშუალება, რომ ჩამოვიყვანოთ 8-10%-ზე და ამის საშუალებას მოგვცემს ის, რომ უქმდება წესები, უქმდება „დ“ ქვეპუნქტი, რომელიც გარკვეულწილად ამ პუნქტების ქვემოთ გადიოდა ათეული მილიონი. ეს არ ნიშნავს, რომ უკონტროლოდ გადიოდა, თუმცა ვიწროვდება წრე და უფრო მეტი დასაბუთება დასჭირდება შემსყიდველ ორგანიზაციას გამარტივებული შესყიდვის ნებართვის მიღებისთვის“, - განაცხადა რაზმაძემ.

მისივე თქმით, კანონი მიღების შემთხვევაში ნაწილი 2025 წლისთვის, ხოლო სრულად 2029 წელს შევა ძალაში.

რა იცვლება? - მთავრობა "გამარტივებულ შესყიდვებს" სახელს უცვლის