20.თებერვალი .2021 13:37

"შეგვიძლია განვიხილოთ სასტუმროების გახსნა, თუნდაც საბაგიროების გახსნის გარეშე" - თურნავა

"შეგვიძლია განვიხილოთ სასტუმროების გახსნა, თუნდაც საბაგიროების გახსნის გარეშე" - თურნავა
views 2674
უკან

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი, ნათია თურნავა თვლის, რომ ზამთრის კურორტებზე შესაძლებელია სასტუმრობის ოპერირების განახლებაზე მსჯელობა, თუნდაც საბაგიროების გახსნის გარეშე. ამის შესახებ თურნავამ პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკის გახსნის შემდგომ ეტაპზე პირველი პრიორიტეტი საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ამუშავებაა.

"თუ მკითხავთ პრიორიტეტებს, ჩემი აზრით, პირველი უახლოესი პრიორიტეტი არის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. ის ეხება უამრავ ადამიანს, ბევრი სირთულე შეიქმნა, თუმცა თავისი დატვირთვა და შედეგი ჰქონდა მობილობის შეზღუდვას და ვფიქრობ, რომ ნომერ პირველი ეს საკითხი უნდა იყოს. რესტორნების შიდა სივრცეებთან დაკავშირებით მიდის ძალიან აქტიური მსჯელობა რესტორნებთან, ძალიან კარგად არის ჩართული შრომის ინსპექცია, ჯანდაცვის სამინისტრო, ახალ რეგულაციებსაც ვიხილავთ და ალბათ, ერთ-ერთი შემდეგი ეს იქნება.

ასევე, სასტუმრობში მივედით საკმაოდ კარგ მოდელამდე და მექანიზმამდე, როგორ შეიძლება გავხსნათ და დავუშვათ კონფერენციების ჩატარება, საკონფერენციო სივრცეების გახსნა. ფიტნესები და კერძო ბაღები კვლავ დახურული რჩება, ეს ის სფეროა, რომელსაც მართალია ვეხმარებით „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მაგრამ ყველაზე მეტად დაიჩაგრა და ვფიქრობ, რომ შემედეგი ერთ-ერთი ეტაპი, უფრო მარტის თვეში უნდა ვიმსჯელოთ დარჩენილი დარგების გახსნაზე ძალიან ფრთხილად.

ზამთრის კურორტები ყველაზე მტკივნეული საკითხია, იწურება ზამთრის კურორტების გახსნის პერიოდი. ჩემი აზრით, ჩვენ კვლავაც შეგვიძლია მივუბრუნდეთ და განვიხილოთ მხოლოდ სასტუმროების გახსნის ნაწილი, თუნდაც საბაგიროების გახსნის გარეშე თუკი ეს მოხდება ყველა ეპიდემიოლოგიური ნორმის დაცვით. ვფიქრობ, არ არის ეს რაციონალს მოკლებული.

და ერთ-ერთი, რა საკითხსაც დავაყენებ მე განსახილველად იქნება, რამდენად შეგვიძლია ახლა ის დარჩენილი ერთი თვე მაინც რომ გამოვაყენებინოთ სასტუმროებს, რა თქმა უნდა, ძალიან მკაცრი კონტროლით"-განაცხადა თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა