მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შეგვხვდეს პრემიერი" - სოცსააგენტოს თანამშრომლები აქციას მართავენ

61e9273a7a548
მარიამ ვარადაშვილი
20.01.22 13:14
560
მთავრობის ადმინისტრაციასთან სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცული თანამშრომლების აქცია იმართება. როგორც „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენელმა დავით ომსარაშვილმა BMG-ს უთხრა, სააგენტოს 400-მდე გაფიცული თანამშრომელი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. მათი მოთხოვნები უცვლელია - ხელფასის 100%-ით მატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

"მოთხოვნები უცვლელია. ამდენი ხანია მინისტრთან შეხვედრას ვითხოვთ და გვინდა, მთავრობის ადმინისტრაციასთან განვაცხადოთ, რომ პრემიერ-მინისტრი შეგვხვდეს, რადგან ერთხელ და სამუდამოდ გაიგონ ამ ადამიანების პრობლემები. აქციას რეგიონებიდანაც შემოურთდება ხალხი. ამასთან, ჩვენი აქციის პარალელურად ბათუმშიც იმართება აქცია. რეგიონებიდან ველოდებით დასაქმებულებს. ასევე მოვუწოდებთ სხვებსაც, რომელთაც უნდათ სოლიდარობა გამოუცხადონ ამ ადამიანებს, შემოგვიერთდენენ”, - ამბობს ომსარაშვილი.

18 იანვარს სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალური აგენტებისა და უფროსი სოციალური აგენტების გაზრდილი ხელფასების შესახებ დადგენილება დაამტკიცა. დოკუმენტის თანახმად, სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე იზრდება. კერძოდ, მათი ხელფასი 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი - 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.

„სოცსააგენტოში დასაქმებულ ოჯახს შემწეობა დაენიშნა“ - რას ითხოვს 400-მდე თანამშრომელი