15.აგვისტო .2019 11:20

"შეიძინე ახალი ავტომობილი დაბალი საპროცენტო განაკვეთით" – "ტოიოტა ცენტრი თეგეტასა" და "თიბისი ლიზინგის" აქცია

views 107
უკან

"ტოიოტა ცენტრი თეგეტა" და "თიბისი ლიზინგი" "ტოიოტას" ერთგულ მომხმარებლებს ავტომობილების შეძენის საუკეთესო პირობებს სთავაზობენ.

"აქციის ფარგლებში ახალი ავტომობილის შეძენა შეგიძლიათ ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით, პირველადი შენატანი გახლავთ მხოლოდ 10%-ი და ამასთანავე, 3 წლის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებთ გეგმური ავტოსერვისის მომსახურებით.

მომხმარებელს, აგრეთვე, შეუძლია გაცვალოს თავისი კუთვნილი ნებისმიერი მარკისა და მოდელის ავტომობილი საბაზრო ღირებულებით, თუ ის 2007 წლიდან არის გამოშვებული, აქვს არაუმეტეს 300 000 კმ გარბენი და სხვაობის დამატებით გაიყვანოს მისთვის სასურველი მოდელის ახალი ტოიოტა. ჩაბარებული ავტომობილის საფასურს თიბისი ლიზინგი მომხმარებელს ჩაუთვლის თანამონაწილეობის თანხად, ხოლო დარჩენილ ნაწილზე გაკეთდება სესხი, ზემოაღნიშნული სააქციო პირობების გათვალისწინებით. შეთავაზებები ძალაშია 30 სექტემბრის ჩათვლით.

ამასთანავე, "ტოიოტა ცენტრი" "თეგეტაში" შეძენილ ჰიბრიდულ ძრავზე მომუშავე ავტომობილის ყველა მფლობელს გადაეცემა "მწვანე ბარათი", რომლის მეშვეობითაც ისინი გახდებიან "ტოიოტას" მწვანე გზის კლუბის წევრები. რაც გულისხმობს, რომ ყოველ გავლილ 2 000 კმ-ზე, "აჯამეთის" ტყე-პარკში მათ სახელზე დაირგვება 1 ასწლოვანი მუხა, რომელიც გადაშენების პირასაა. ასევე, გადაეცემათ გამწვანების ვაუჩერი, რომლის საშუალებითაც შეუძლიათ, შეარჩიონ სასურველი მცენარე სახლის ან ეზოს გასამწვანებლად. შემოუერთდით ტოიოტა თეგეტას CSR კამპანიას და ერთად ვიზრუნოთ გარემოზე", – აცხადებენ "თეგეტა მოტორსში".

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა