მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შეიძლება დაგვიდგეს მომენტი, რომ ვაქცინა იყოს ქვეყანაში, მსურველები კი არა" - ჯანდაცვის ექსპერტი

604a4348d3d84
თამთა ჯიჯავაძე
11.03.21 21:49
812
ჩვენ შეიძლება დაგვიდგეს მომენტი, რომ ვაქცინა იყოს ქვეყანაში, მაგრამ მსურველების რაოდენობა იყოს არასაკმარისი და ამან შექმნას სხვა პრობლემა ვაქცინაციის წარმატებით ჩატარებისთვის, - ამის შესახებ ჯანდაცვის სპეციალისტი ქეთევან ჩხატარაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიის დაწყება დაგვიანებულია და ეს შესაბამის უწყებებს აქამდეც უნდა დაეწყოთ.

„ჩვენ ვამბობდით, რომ თუ 22 მარტის შემდეგ დაიწყებოდა ვაქცინაცია, მინიმუმ ერთი თვით ადრე მაინც უნდა დაწყებულიყო კამპანია. დღეს კი უკვე საუბარია იმაზე, რომ შემდეგ კვირაში უნდა დაიწყოს ვაქცინაცია, ანუ შაბათს უნდა შემოვიდეს ვაქცინის პირველი პარტია. ჯანდაცვის სამინისტრო დაგვპრიდა, რომ კამპანია სამშაბათს უნდა დაწყებულიყო. დღეს ხუთშაბათია და არაფერი შემინიშნავს სატელევიზიო სივრცეში, არც სოციალურ მედიაში“, - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი.

მისივე თქმით, სახელმწიფომ რაც შეიძლება სწრაფად, დარჩენილ დროში უნდა დაიწყოს შესაბამისი მესიჯების გაგზავნა მოსახლეობაში, რომელიც ხალხს აუხსნის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია.

„უნდა აუხსნან მოსახლეობას, რომ ეს იმაზე გაცილებით ნაკლები რისკის შემცველია, ვიდრე აუცრელად დარჩენა. ეს ალბათ ერთადერთი საშუალებაა იმისთვის, რომ ეს პრობლემა დროულად მოგვარდეს, შედეგი მივიღოთ და მოსახლოების 60% წლის ბოლომდე იყოს აცრილი“, - ამბობს ქეთევან ჩხატარაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდების პროცესი 13 მარტიდან დაიწყება. როგორც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, პირველ ეტაპზე საქართველოში 43 200 ათასი დოზა "ასტრაზენეკას" ვაქცინა შემოვა. ამის შემდეგ კი  "ფაიზერის" შემოვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ვაქცინას 22 მარტის კვირაში ელოდებოდა, თუმცა, ტიკარაძის თქმით, ვაქცინის შემოსვლის თარიღმა ერთი კვირით გადმოიწია.