საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ივენთ-კომპანიებს სესხები 12 თვე დაუსუბსიდირდებათ. პროგრამა ერთჯერადია და ის მხოლოდ საბანკო სესხებს ეხება. სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არსად არის ნახსენები მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, არადა თავად ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ დიდ ნაწილს სესხები სწორედ მისო-ებში აქვთ აღებული.
თემაზე საუბრისას მისოების ასოციაციის თავმჯდომარე ბესო შენგელია აცხადებს, რომ საკითხს დეტალურად არ იცნობს, მაგრამ გამორიცხული არაა, ადგილი ტექნიკურ პრობლემას ჰქონდეს და "უბრალოდ, მისოები გამორჩათ".
„შეიძლება ტექნიკური პრობლემა იყოს და მისოები, უბრალოდ, გამორჩათ. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მუდმივად ტექნიკური ხარვეზია და მისოები უბრალოდ ავიწყდებათ. იგივე იყო მაგალითად "ლოქდაუნის" დროს, როცა ბანკების მუშაობის შეწყვეტაზე იყო საუბარი და მისოები გამორჩათ. დაახლოებით, ასეთი სიტუაციაა. ეს საკითხი ალბათ გასარკვევია, მაგრამ ზოგადად, გამორჩენილები ვართ ხოლმე. იგივე იყო პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში“, ძლივს ახლა მივაღწიეთ იმას, რომ ვერთვებით; ასე ხდება ხოლმე“, - ამბობს შენგელია.
მისოების ასოციაციასთან საუბრის შემდეგ bm.ge სააგენტოს - "აწარმოე საქართველოში" დაუკავშირდა, სადაც კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ ივენთ-კომპანიების სესხების სუბსიდირების პროგრამა მხოლოდ ბანკებიდან აღებულ კრედიტებს შეხება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის