19.ოქტომბერი .2020 09:40

"შეიძლება, თამამი ჩანდეს ეს განცხადებები...2021 წელი კიდევ უკეთესი იქნება მოსავლიანობის კუთხით"

views 358
უკან

შეიძლება თამამი ჩანდეს ეს განცხადებები, მაგრამ ვიმეორებ - 2019 წელს ვამბობდი, რომ კარგი წელი იყო, 2020 იქნებოდა უკეთესი და 2021 კიდევ უკეთესი იქნება,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გადაცემა Forbes Talks-ში სოფლის მეურნეობაში მოსავლიანობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი განცხადებები თამამია, მით უმეტეს, ასეთ ტურბულენტურ გარემოში, როგორშიც დღეს ვართ, მაგრამ რეალურად შედეგების მოცემას იწყებს ის, რასაც მთავრობამ სოფლის მეურნეობაში წლების განმავლობაში საფუძველი ჩაუყარა.

“საერთო სურათი იწყებს გაუმჯობესებას...

არ მაქვს ილუზია, რომ კონკრეტული ქვესექტორები არ დაზარალდა, ისინი, რომლებიც კონკრეტულ პროდუქტს აწარმოებდნენ, რომლებიც აქცენტირებული და გამიზნული იყო ტურიზმისთვის და ტურიზმის შემცირების გამო - სალათების წარმოებამ, ზოგიერთი ბოსტნეულის წარმოებამ, მოიკლო. მაგრამ ძირითადი დარგები, ვფიქრობ განვითარდება.

ჩვენ გვჭირდებოდა ხარისხიანი პროდუქციის კრიტიკული, მინიმალური რაოდენობა, რომ გვესაუბრა ექსპორტზე და მიწოდების ჯაჭვის მთლიანობაზე. ახლა ეს წარმოება იზრდება ყოველ წელს. როცა ვსაუბრობთ, რომ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ეს მინიმალურია, ყველაზე მნიშვნელოვანია, რა გვაქვს გასაყიდი. პროდუქტში ჩადებული თანხა შედეგებს ახლა იძლევა”,- აცახდებს ლევან დავითაშვილი.

მინისტრმა წლევანდელ მოსავალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოს კარგი შედეგები აქვს.

“800 ათას ტონაზე მეტი ხილის მოსავალი გვქონდა გასულ წელს, წელს დარწმუნებული ვარ, მეტი იქნება, რადგან ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა. დარწმუნებული ვარ, ეს აისახება ექსპორტზეც. მიუხედავად გამოწვევებისა და იმისა, რომ მსყიდველობითი უნარი დავარდა ყველა პარტნიორ ქვეყანასთან, გაზრდილია აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტი.

წელს გვქონდა ატმის რეკორდული საექსპორტო მაჩვენებელი, ამას დაემატა კენკროვანი კულტურები, აქ რიცხვები ჯერ დიდი არ არის, მაგალითად ლურჯი მოცვის შემთხვევაში, მაგრამ 5-6 მილიონი დოლარის მოცვი გავიდა, რაც აქამდე საერთოდ არ იყო საექსპორტო კულტურა. რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა ცხვრის ექსპორტში, რომელიც ტრადიციული მიმართულებაა.

ვაშლი ისევ ყალიბდება საექსპორტო კულტურად, როცა ბოლო 10 წელი ჩვენ ამ ბაზრიდან გამოსული ვიყავით...ყველას გვახსოვს საუბრები, რომ რატომ უნდა ყიდულობდეს საქართველო ვაშლს უცხოეთიდან. დაიწყო უკვე ვაშლის ექსპორტი.

თხილზეც დიდი მოლოდინები გვაქვს, ყოველ თვე გვაქვს 20 მილიონი დოლარის ექპსპორტის მოლოდინი. საკმაოდ მაღალი მონაცემებია ყურძნის, აქაც მოვახერხეთ გადალაგება. კოვიდმა ექსპორტის თანხაზე მოახდინა გავლენა, მაგრამ რაოდენობაზე ნაკლებად. კომპანიებმა მოახერხეს გადალალგება, რომ დახლი არ დაეკარგათ, რაშიც ჩვენც შევუწყვეთ ხელი”,- განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა