მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შეიქმნება სულ მცირე 60 000 ახალი სამუშაო ადგილი" - რას გვპირდება "ოცნება"?

5f9587edc9f72
ელენე გოგბერაშვილი
25.10.20 18:15
1834
ყოფილი ბიზნესომბუსდმენი და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მე-11 ნომერი, მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში სულ მცირე 60 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამის შესახებ დაუშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც ის ამბობს, მმართველი პარტიისთვის პრიორიტეტად კვლავ რჩება მეწარმეობის ხელშეწყობა, შესაბამისად გეგმავენ მცირე და საშუალო ბიზნესს ხელშეწყობის რამდენიმე ინსტრუმენტი შესთავაზონ.

„პროგრამამ „აწარმოე საქართველოში“ ბევრ ბიზნესს მისცა სტიმული. ამ კუთხით ჩვენი შემდეგი წლის გეგმები ამბიციურია. კონკრეტული ინსტრუმენტების გავრცელების შედეგად, როგორიც არის პროგამის გავრცელება 200-ზე მეტ ეკონომიკური საქმიანობის სფეროზე, ამასთანავე მიკროგრანტების ამოქმედება, ჩვენ ვგეგმავთ, რომ „აწარმოე საქართველოს პროგრამის“ საფუძველზე საქართველოს ეკონომიკაში განხორციელდება 2 მლრდ ლარზე მეტი ინვესტიცია და ამასთანავე შეიქმნება სულ მცირე 60 000 ახალი სამუშაო ადგილი. კვლავ პრიოტოტეტად რჩება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა“-აცხადებს დაუშვილი.

ის ასევე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიზანი იქნება სრულად მოხდეს ათვისება ევროკავშირთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან არსებული სავაჭრო რეჟიმების და დასძენს, რომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

გარდა ამისა, დაუშვილი აანონსებს, რომ ექსპორტის ხელშეწყობის ფარგლებში დაინერგება ბრენდინგის, მარკეტინგის და ტექნიკური მხარდაჭერის არაერთი მექანიზმი.