08.ნოემბერი.2018 15:36
ეკონომიკა

"შემიძლია პირადად გავუგზავნო რამდენიმე კალკულატორი საჩუქრად ოპონენტებს"

"შემიძლია პირადად გავუგზავნო რამდენიმე კალკულატორი საჩუქრად ოპონენტებს"
პრემიერი გამოეხმაურა ოპოზიციის დაპირებას პენსიის 400 ლარამდე ზრდასთან დაკავშირებით და მზადყოფნა გამოთქვა, "ოპონენტებს კალკულატორი გაუგზავნოს სწორი გათვლების გასაკეთებლად", თუ რა ოდენობის თანხაზეა საუბარი ჯამურად.

„თუ ამდენი დათვლის საშუალება არ აქვთ, შემიძლია პირადად გავუგზავნო რამდენიმე კალკულატორი საჩუქრად ჩვენს ოპონენტებს. საუბარია დამატებით 2 მილიარდ ლარზე, რაც იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენი ექიმების, ჯარისკაცების, პოლიციელების, მასწავლებლების და ყველა უწყების ერთად აღებული ხელფასი. ამ რაოდენობის და ამ მასშტაბის ტყუილს ამბობს ეს ხალხი და არ რცხვენიათ, რომ ჩვენს ბებიებს და ბაბუებს ასეთ ტიპის ტყუილს ეუბნებიან, რომ შეძლებენ პენსიის 400 ლარამდე ზრდას. ეს მათემატიკურად არის შეუძლებელი, პოლიტიკური უპასუხისმგებლობა რომ არის, ეს კიდევ ცალკე საკითხია. პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ეს გუნდი ცოტა შორს არის ერთმანეთისგან, მაგრამ ამის უფლებასაც აძლევენ თავს, რომ ჩვენს ბებიებს, ბაბუებს და ამ თაობას ასეთ ტიპის ტყუილი მიუტანონ კომუნიკაციის სხვადასხვა არხის მეშვეობით. ეს სრულიად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ამ ტყუილს აუცილებლად ადეკვატურ პასუხს გასცემს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




24.აპრილი.2019 10:18
28

საქართველოს ავიაბაზარზე შესაძლოა, ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოვიდეს

ვრცლად
24.აპრილი.2019 10:00
124

სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს

ვრცლად
24.აპრილი.2019 09:52
71

ნათია თურნავა: საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდება

ვრცლად
24.აპრილი.2019 09:20
62

„VTB ბანკის“ წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

ვრცლად
24.აპრილი.2019 09:00
108

იდეა იმ რეგიონების დასახმარებლად, სადაც ჰესები შენდება - რას ფიქრობენ დეპუტატები

ვრცლად
24.აპრილი.2019 00:30
102

Tesla 2020 წლისთვის თვითმართვად ტაქსებს გამოუშვებს

ვრცლად