მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები კანონით იქნება უზრუნველყოფილი"

632a0efc75540
BM.GE
20.09.22 23:35
591
პარლამენტმა „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე პირველი მოსმენით იმსჯელა და 82 ხმით მიიღო.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილებებით შემოსავლების სამსახურის რამდენიმე საკითხი წესრიგდება:"სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიებთან, შემოსავლების სამსახურის უფროსის უფლებამოსილებებთან, სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისთვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებასთან და მის მინიჭების წესთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება".

კანონპროექტი განსახილველად ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა და როგორც მომხსენებელმა განაცხადა, აღნიშნული წოდების მქონე თანამშრომლები შრომის ანაზღაურებას მიიღებენ, რომელიც თანამდებობრივი სარგოს, სახელფასო დანამატის, ფულადი ჯილდოსაგან, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოს, წელთა ნამსახურობის დანამატისაგან და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისგან შედგება.

„სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელს უფლება ექნება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.