მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შერჩევითი დევნის პრაქტიკა ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას სასამართლოს მიმართ"- აშშ-ის საელჩო გვარამიაზე

62824fb93dcc0
BM.GE
16.05.22 17:22
1229
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სასამართლოს მიერ დღეს ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებას აკეთებს. 

"დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი და უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას. თავიდანვე ამ საქმემ წარმოშვა კითხვები დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით. შერჩევითი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკა, მიმართული ამჟამინდელი მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოებისა და თვით მთავრობის მიმართ.

განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვს, სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიზებულად აღქმაც კი ზიანის მომტანია. აშშ-ის მტკიცე პოზიციაა, რომ ჯანსაღი დემოკრატია სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და მედიის თავისუფლების დაცვაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, მუდმივად მოვუწოდებდით მთავრობას არსებითი რეფორმების განხორციელებისკენ, ამ ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების დასაცავად", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. 

ნიკა გვარამიას დღეს, 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ "რუსთავი 2-ის" საქმეზე 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.